შერონ ოსბორნი ოზი ოსბორნის გარდაცვალების შესახებ პოსტს გამოეხმაურა

მუსიკალურმა მენეჯერმა გევინ როსდეილის პოსტზე დააკომენტარა, რომელიც მისი მეუღლის გარდაცვალებას ეხება.
ოზი ოსბორნი და შერონ ოსბორნი
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შერონ ოსბორნი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. მან Bush-ის სოლისტის, გევინ როსდეილის მიერ ოზი ოსბორნზე დაწერილ პოსტზე დააკომენტარა. ოსბორნი 22 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. როსდეილის პოსტი ერთ-ერთია მწუხარების გამომხატველი იმ ურიცხვი მესიჯიდან, რომლებმაც ამ დღეებში სოციალური ქსელები წალეკა. თუმცა ის პირველი აღმოჩნდა, რომელსაც შერონ ოსბორნი გამოეხმაურა. 

„სულ რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ იმდენად თბილი, კეთილი და ხალისიანი იყო, რომ ეს მოგონება განსაკუთრებით მიყვარს. მის ოჯახს დიდ სიყვარულს ვუგზავნი ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე,” – წერს როსდეილი Black Sabbath-ის სოლისტის შესახებ და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

კომენტარებში კი შერონის პასუხს ვხვდებით, რომელიც წერს: „დალოცვილი იყავი.”

მანამდე ოზის ოჯახმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა: „დიდი მწუხარებით, ვიდრე ამას სიტყვები დაიტევს, უნდა გამცნოთ, რომ ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი ამ დილით გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად, სიყვარულით სავსე გარემოში იმყოფებოდა. ყველას ვთხოვთ, პატივი სცენ ჩვენი ოჯახის პირად სივრცეს.”

შერონის გარდა, „ბნელეთის პრინცს” დარჩა მათი საერთო შვილები: ემი, კელი და ჯეკი, ასევე ყოფილი მეუღლე თელმა რაილი და მათი შვილები: ჯესიკა, ლუისი და ელიოტი. ოჯახის უმრავლესობა წარმოდგენილი იყო ოსბორნის ბოლო კონცერტზე, რომელიც Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებებლი საღამო იყო. 

შერონი და ოზი 1982 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ერთმანეთს შერონის მამის, დონ არდენის მეშვეობით შეხვდა, რომელიც Black Sabbath-ის მენეჯერი იყო. დაქორწინების შემდეგ მათ MTV-ზე ერთ-ერთი პირველი საოჯახო სატელევიზიო შოუ გააკეთეს –  The Osbournes და მალევე მოიპოვეს მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილის სტატუსი. 2022 წელს, მათი ქორწინების 40 წლის იუბილეზე, შერონმა ინსტაგრამზე დაწერა: „როცა ერთმანეთს შევხვდით, მე 18 წლის ვიყავი. 52 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით მეგობრები, შეყვარებულები, ცოლ-ქმარი, ბებია-ბაბუა და მონათესავე სულები – ყოველთვის ერთმანეთის მხარეს. მიყვარხარ, ოზი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images

საბრინა კარპენტერმა ალბომ Man’s Best Friend-ის სიმღერათა სია გაამჟღავნა

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო და გრეისი აბრამსი პალესტინელი ბავშვების შიმშილის ფაქტებს გამოეხმაურნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი