გიორგი გაგნიძე ოპერაში „მფრინავი ჰოლანდიელი” მთავარ პარტიას ასრულებს

წარმოდგენები ცნობილი საოპერო ფესტივალის ფარგლებში ავსტრიაში ივლისსა და აგვისტოში გაიმართება.

ავსტრიის ცნობილ საოპერო ფესტივალზე Oper im Steinbruch St. Margarethen გიორგი გაგნიძის დებიუტი შედგა. ქართველი ბარიტონი ვაგნერის ცნობილ ოპერაში „მფრინავი ჰოლანდიელი” მთავარ როლს ასრულებს. წარმოდგენის რეჟისორია ფილიპ კრენი, დირიჟორი – პატრიკ ლანგი. 

„მფრინავი ჰოლანდიელის” პრემიერა 9 ივლისს შედგა და ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის, ORF III-ის პირდაპირი ეთერით გადაიცა. ფესტივალის ფარგლებში ივლისში უკვე გაიმართა ოთხი წარმოდგენა. საოპერო დადგმის მომდევნო თარიღებია: 31 ივლისი; 8, 15 და 23 აგვისტო.

აღსანიშნავია, რომ მფრინავი ჰოლანდიელის როლი გიორგი გაგნიძემ პირველად 2005 წელს შეასრულა. 20-წლიანი პაუზის შემდეგ კი ქართველი ბარიტონი აღნიშნულ პარტიას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღია სცენაზე დაუბრუნდა. 

„ამ საოცარი როლის შესრულება დებიუტიდან 20 წლის შემდეგ ჩემთვის ნამდვილი ჯილდოა,” – წერს გიორგი გაგნიძე.

ქართველი საოპერო მომღერალი ასევე აანონსებს, რომ 2025/2026 წლის სეზონისთვის გენუის ოპერამ ის „მაკბეთის” მთავარ როლზე დაამტკიცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა 2026 წელს შედგება

შემდეგი სტატია

TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ლედი გაგა საკუთარ თავს Labubu-ს ადარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი