მურმან წულაძემ სიმღერაზე Money კლიპი გამოუშვა

სიმღერა არტისტის სადებიუტო ალბომ $habash-შია შესული.
Murman Tsuladze - Money
Murman Tsuladze – Money


ცოტა ხნის წინ ქართველმა არტისტმა მურმან წულაძემ სადებიუტო ალბომი – $habash გამოაქვეყნა, რომელიც 9 სიმღერას და ბონუს კომპოზიციას აერთიანებს. რამდენიმე კვირის წინ მუსიკოსმა ალბომში შესულ სიმღერაზე Guria კლიპი გამოაქვეყნა, დღეს კი  Money-ს ვიდეოკლიპი გამოვიდა.

მურმან წულაძე – მუსიკოსი

„Money-ს კლიპი ძალიან შინაურ ხალხთან ერთად გადავიღე, ჩემი და, თათია წულაძე თამაშობს, ჩემი ბავშვობის მეგობარი და მენეჯერი Pierre Dessy-ც, რომელმაც თავისი დიდი ბაბუის მანქანა მათხოვა ამ კლიპისთვის. ვიდეო ჩემი დის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, Ianis Habert-ის გადაღებული და დამონტაჟებულია. ყველა, ვინც ამ პროექტზე იმუშავა ჩემი ახლო მეგობარია. პროდუსერი კი ჩემი ძმა, ლაშა წულაძეა.” – ამბობს მუსიკოსი.

მურმან წულაძის თქმით, მისი პირველი, სადებიუტო ალბომი განსაკუთრებული და პირადულია, სწორედ ამიტომ მასზე მუშაობა მხოლოდ იმ ადამიანებთან ერთად სურს, ვისთანაც ახლო ემოციური კავშირი აქვს:

„ჩემი პირველი ალბომი $habash რაღაცნაირად პირადულია და თან ჩემ ცხოვრებას ჰყვება, ამიტომ მინდა, მარტო ძალიან ახლო ხალხთან ვიმუშაო, რათა ეს შინაურობის განცდა იგრძნობოდეს.”

მუსიკოსის თქმით უახლოეს მომავალში გადაღებების გაგრძელებას გეგმავს:  „ამ დღეებში დაიწყება Gelodebi-ს კლიპზე მუშაობა, ამჯერად საბა სორდიასთან ერთად, – INDIGO-ს ჟურნალისტთან, რომელიც Masters-ის ვიდეოს შექმნაში დამეხმარა.“

სიმღერა და კლიპი Guria კიდევ ერთი ახალი ნამუშევარია, რომელიც არტისტმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. 

,,Guria-ს კლიპი ბებიის, ციური კობალავას სოფელში, ლანჩხუთის რაიონში  გადავიღე. ის თავის დროზე მომღერალი იყო, ახალგაზდობაში ძმა მოუკლეს, ამის გამო მუსიკას თავი  დაანება, რათა ოჯახისთვის მიეხედა. ეს კლიპი ჩემმა ბიძაშვილმა, გიორგი კობალავამ გადაიღო და დაამონტაჟა. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა ბიძაჩემი ჭოლა კობალავა, რომელმაც გადაღების წინა დღეს მასწავლა მოტოციკლის მართვა, აქამდე მარტო მფრინავი ხალიჩების ტარება ვიცოდი. კლიპზე მუშაობა სამ დღეში დავასრულეთ, ის ჩემს ბებიას, ციური კობალავას ეძღვნება, რომელიც ცოცხალი აღარ არის.“ –  ამბობს წულაძე.

მურმან წულაძის ახალი კლიპები მუსიკალურ ვიზუალიზაციასთან ერთად არტისტის პირადი ამბების ერთგვარი დოკუმენტური ასახვაცაა, რომელიც მისი ოჯახის წევრების და ახლობლების გარემოცვაში შეიქმნა. მისი თითოეული ნამუშევარი კი სითბოს, ნოსტალგიასა და ოჯახურ ურთიერთობებში ჩამოყალიბებულ ემოციურ კავშირებს გადმოსცემს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyler, the Creator-მა ფანის თხოვნის შემდეგ Don’t Tap the Glass-ის „სუფთა ვერსია“ გამოუშვა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში ჩატარებული კონცერტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი