პოლ მარიო დეი, Iron Maiden-ის ვოკალისტი, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

ავსტრალიაში გადასვლამდე დეი ასევე იყო ჯგუფების – More, Wildfire და Sweet-ის წევრი.

პოლ მარიო დეი, ინგლისელი ვოკალისტი, რომელიც ცნობილია, როგორც საკულტო მეტალჯგუფის, Iron Maiden-ის სოლისტი, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

დეი ჯგუფს 1975 წელს ბასისტ სტივ ჰარისის მიწვევით შეუერთდა. თუმცა ბენდის იმდროინდელმა შემადგენლობამ მხოლოდ 10 თვე გაძლო. დეიმ ჯგუფი დატოვა იმ მოარული ხმების გამო, რომ მას აკლდა ორივე – ენერგია და ქარიზმა. 

„როცა Iron Maiden-ში ვმღეროდი, ეს იყო მორიგი პაბის ბენდი, რომლის მოსმენაც არავის სურდა,” – იხსენებდა დეი. „ჩვენ არაფერს წარმოვადგენდით და ვცდილობდით, საუკეთესო მუსიკა შეგვექმნა და აუდიტორიისთვის გვებრძოლა.”

დეი, რომელსაც ჯგუფის არც ერთ ჩანაწერში არ მიუღია მონაწილეობა, დენის უილკოკმა შეცვალა, რომელიც ბენდში ასევე მცირე ხნით, 1978 წლამდე დარჩა. უილკოკის ნაცვლად პოლ დი’ანო მოვიდა, რომელმაც ბენდის პირველ ორ ალბომში იმღერა. შემდეგ კი ისიც ბრიუს დიკინსონმა ჩაანაცვლა. 

Iron Maiden-ის 1980 წლის სადებიუტო ალბომში შევიდა სიმღერა Strange World, რომელიც, დეის მტკიცებით, მისი თანაავტორობით იყო შექმნილი, რაც არსად ყოფილა ნახსენები. „მაშინ ჩვენ ყველანი ერთ მხარეს ვიყავით. ახლა კი ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სულ პირველი სიმღერა, რომელიც დავწერე, ბენდის ყველაზე გაყიდვად ალბომში შევიდა და არავინ იცის, რომ ის მე შევქმენი,” – ამბობდა დეი.

2019 წელს კი მუსიკოსმა განაცხადა, რომ თანაავტორობის საკითხი დასრულებული იყო. „ყველაფერი კარგადაა,” – თქვა მან. 

Iron Maiden-ში ხანმოკლე გამოჩენის შემდეგ დეი იყო სოლისტი ჯგუფებში More და Wildfire. შემდეგ კი ინგლისელი როკერების განახლებულ ბენდს, Sweet-ს შეუერთდა.

„პოლი ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის უზარმაზარი ნაწილი იყო ჯერ კიდევ Iron Maiden-ის პერიოდიდან დაწყებული და, რა თქმა უნდა, მისი ფანტასტიკური შესრულებით ალბომში Warhead,” – წერს More სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.

80-იან წლებში დეი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას ეწეოდა.

„ჩემი დიდი მწუხარება მის მეუღლე სესილის, მის ოჯახსა და მეგობრებს,” – წერს Sweet-ის გიტარისტი ენდი სკოტი. „სევდიანი დღეა Sweet-ის ფანებისთვის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, The Creator Netflix-ის „The Piano Lesson“-ის პრემიერაზე, ლოს-ანჯელესი, 2024 წლის 19 ნოემბერი. Roger Kisby/Getty Images Netflix

Tyler, The Creator-ის თქმით,  The Clipse-ის ალბომისთვის საკუთარი  პარტიის 79-დან 100-ამდე ვერსია ჩაწერა

შემდეგი სტატია

ნიკ კეივს პრესტიჟული ფრანგული ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი