მეფე ჩარლზის სამხედრო ბენდმა ოზი ოსბორნის პატივსაცემად Black Sabbath-ის სიმღერის ქავერი შეასრულა

კომპოზიცია ბუკინგემის სასახლის ეზოში მცველების შეცვლის ცერემონიაზე შესრულდა.
ოზი ოსბორნი 1996 წელს
MICK HUTSON/REDFERNS

მართალია, ჩარლზ III ინგლისის მეფეა, მაგრამ ოზი ოსბორნი სამუდამოდ დარჩება ბნელეთის პრინცად. როკლეგენდის ცხოვრებისა და შემოქმედების პატივსაცემად კი სამეფო ოჯახის ოფიციალური არმიის ბენდმა Black Sabbath-ის ჰიტი შეასრულა. 

ვიდეოში, რომელიც მცველების შეცვლის ცერემონიაზეა გადაღებული, წითელუნიფორმიანი მუსიკოსები ბუკინგემის სასახლის ეზოში დგანან და Paranoid-ს უკრავენ – სიმღერას, რომელიც 1970 წელს Billboard Hot-ში შევიდა. 

@about.london The Band of the Coldstream Guards perform “Paranoid” by Black Sabbath at Changing of the Guard today. RIP to Ozzy Osbourne the “Prince of Darkness” #guard #kingsguard #ozzyosbourne #blacksabbath #paranoid #heavymetal #rockband #london #buckinghampalace #fyp ♬ original sound – about.london

ოზი ოსბორნი 22 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი და Black Sabbath-ის ფინალური კონცერტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. 

ამ დღეებში მუსიკოსისადმი მიძღვნილმა პოსტებმა სოციალური მედია წალეკა. მათ შორის არის მწუხარების წერილები Black Sabbath-ის ყოფილი წევრებისგან. ოსბორნი 30 ივლისს მის მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში დაკრძალეს, სადაც ფანები გრძელ რიგებში იდგნენ საყვარელი მუსიკოსისთვის პატივის მისაგებად. 

სამეფო ტახტის დაკავების შემდეგ ჩარლზი ხშირად იყენებს სამხედრო ბენდს. ივნისში „პრაიდის” პატივსაცემად მათ ჩეპელ როუნის Pink Pony Club შეასრულეს.

სამხედრო ბენდის გამოსვლები უკავშირდება მუსიკისადმი მეფის სიყვარულს, რაც ჩარლზმა წლის დასაწყისში Apple Music-ის რადიოშოუს, The King’s Music Room-ის დაწყებით გაამხილა.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში მუსიკა ყოველთვის ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. მას აქვს უნარი, გაგახსენოს ბედნიერი მოგონებები, დაგამშვიდოს სევდიანობის დროს და გამოგზაუროს შორეულ ადგილებში. თუმცა ყველაზე მეტად, მას აქვს უნარი, აამაღლოს ჩვენი განწყობა და გაგვაერთიანოს კარგი ამბების დროს,” – აღნიშნა ჩარლზმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Doechii - Tom Ford-ის 2025-2026 წლების შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე, 2025 წლის 5 მარტი, პარიზი Arnold Jerocki/Getty Images

Doechii lollapalooza-ს ფესტივალზე განსაკუთრებული სტუმრის მოწვევას გეგმავს

შემდეგი სტატია

Busta Rhymes, 2025 წლის 1 აგვისტო, ჰოლივუდი, კალიფორნია / KEVIN WINTER/GETTY IMAGES

Busta Rhymes-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი