ორლანდო ბლუმი მასა და ანგელა მერკელზე გავრცელებულ ხუმრობას პასუხობს, მას შემდეგ, რაც კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს შორის არსებულ რომანზე ჭორები გავრცელდა

მსახიობისა და მომღერლის ცხრაწლიანი ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 2025 წლის მარტში
TAYLOR HILL/FILMMAGIC

როგორც ჩანს, ორლანდო ბლუმი საკმაოდ მსუბუქად იღებს ჭორებს, თითქოს მისი ყოფილი მეუღლე კეტი პერი კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ხვდება. 

ახალი ამბების სატირულმა ვებგვერდმა, The Onion, ინსტაგრამზე გამოგონილი სტატია გაავრცელა, სათაურით: „ორლანდო ბლუმი სადილზე ანგელა მერკელთან ერთად შენიშნეს.” პოსტს თანდართული აქვს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, სადაც 48 წლის მსახიობი გერმანიის ყოფილ კანცლერთან, 71 წლის ანგელა მერკელთან ერთად მაგიდასთან ზის. 

„სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც კეტი პერისთან დაშორება დაადასტურა, ორლანდო ბლუმი გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად სადილზე დააფიქსირეს. „ანგელა მთელი საღამოს განმავლობაში ახერხებდა ორლანდოს გაცინებას, რომელიც მას თვალს ვერ აშორებდა,” – ამბობს საიდუმლო წყარო, რომელმაც შენიშნა, თუ როგორ წრუპავდა წყვილი ღვინოს, ჭამდა მიდიებსა და შოკოლადის ნამცხვარს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში,” – ვკითხულობთ სახუმარო სტატიაში. 

ამ ხუმრობას თავად ბლუმი გამოეხმაურა და პოსტის კომენტარებში ტაშის დაკვრის რამდენიმე სიმბოლო დაწერა. 

პოპვარსკვლავისა და კანადის პრემიერ-მინისტრის რომანის შესახებ ჭორები მალევე გავრცელდა, მას შემდეგ, რაც 40 წლის პერი და 53 წლის ტრუდო ივლისის თვეში რამდენჯერმე შენიშნეს ერთად, მათ შორის სადილზე მონრეალში და პარკში ძაღლის გასეირნების დროს. ტრიუდო ასევე დააფიქსირეს, როცა პერის მონრეალის კონცერტზე მონდომებით მღეროდა Firework-ს. 

ამ ყველაფერმა სათავე დაუდო ჭორებს მომღერალსა და პრემიერ-მინისტრს შორის შესაძლო რომანზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პერიმ და ბლუმმა მათი ცხრაწლიანი ურთიერთობის დასრულება დაადასტურეს. წყვილი, რომელთაც საერთო ქალიშვილი ჰყავთ, საერთო მეურვეობაზე შეთანხმდა. 

„ბოლო რამდენიმე თვეა, ორლანდოსა და კეტის მთავარი ფოკუსი თანამეურვეობაზეა,” –  უთხრა წყვილის წარმომადგენელმა „ბილბორდს” ივლისში, მას შემდეგ, რაც უკვე ყოფილი მეუღლეები ერთად დააფიქსირეს არდადეგებზე. „ისინი კიდევ ბევრჯერ გამოჩნდებიან ერთად, როგორც ოჯახი, რადგან მათი პრიორიტეტი არის და ყოველთვის იქნება მათი ქალიშვილის სიყვარულით, სტაბილურობითა და გაზიარებული პატივისცემით აღზრდა.”

რაც შეეხება ჯასტინ ტრიუდოს, მან ასევე დაასრულა ურთიერთობა 2023 წლის აგვისტოში, როცა მეუღლეს, სოფი გრეგუარს დაშორდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს. 

ნახეთ The Onion-ის სახუმარო პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Oasis Wales-ის სტადიონზე 2025 წლის 4 ივლისი. josh Halling

ლონდონში, Oasis-ის კონცერტზე გულშემატკივარი გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

შეიწყალებს თუ არა დონალდ ტრამპი Diddy-ს? ნახეთ პრეზიდენტის უახლესი პასუხი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი