მადონა ღმერთს ღაზაში უდანაშაულო ბავშვების დაცვას სთხოვს

მომღერალმა მესიჯი თავისი ვაჟის, როკოს დაბადების დღეზე გაავრცელა.
მადონა
WIREIMAGE FOR LIVE NATION

მადონა ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე მწვავე მესიჯს ავრცელებს და ადამიანების ტანჯვის დასრულებას ითხოვს, რაც მიმდინარე ომითაა გამოწვეული. ინსტაგრამზე გავრცელებულ წერილში პოპვარსკვლავი, პირველ რიგში, ღმერთს მიმართავს.

„გთხოვ, მიდი ღაზაში და მიუტანე შენი სინათლე ბავშვებს, სანამ ძალიან გვიანი არ არის. როგორც დედა, ვერ ვუძლებ მათი ტანჯვის ყურებას. მსოფლიოს ბავშვები ყველას ეკუთვნის. შენ ერთადერთი ხარ ჩვენ შორის, რომელსაც იქ მისვლას ვერ დაუშლიან,” – წერს მომღერალი. „ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული კორიდორების სრულად გახსნა, რათა უდანაშაულო ბავშვები დავიცვათ. დრო აღარ ითმენს.”

„დღეს ჩემი ვაჟი როკოს დაბადების დღეა. ვფიქრობ, საუკეთესო საჩუქარი, რისი მიცემაც მისთვის, როგორც დედას, შემიძლია, ეს არის, რომ ვთხოვო ყველას, გააკეთონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ, რათა დაიცვან უდანაშაულო ბავშვები, რომლებიც ორმხრივი ცეცხლის ზონაში არიან ჩარჩენილი. თითს არ ვიშვერ, არც არავის ვადანაშაულებ და არც ერთის მხარეს არ ვიჭერ. ეს ყველას აზიანებს. მე უბრალოდ ვცდილობ, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია, რათა ეს ბავშვები შიმშილით სიკვდილისგან ვიხსნა.”

ომი თითქმის ორი წელია, მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში კი ვრცელდება არაერთი ცნობა, რომ ისრაელის სამხედრო ძალა რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ბლოკავს. საომარი მოქმედებები 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როცა ჰამასმა 1200-ზე მეტი ისრაელელი მოკლა და 250-ზე მეტი ტყვე აიყვანა. მას შემდეგ, PBS-ის თანახმად, 61 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა ისრაელის საპასუხო მოქმედებების შედეგად, უამრავი ადამიანი კი რეგიონში გავრცელებული შიმშილითა და უსახლკარობით იტანჯება. 

მადონა არ არის ერთადერთი მუსიკოსი, რომელმაც პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი მესიჯი გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ოლივია როდრიგომ დაგმო ის „საზარელი” პირობები, რომელშიც ბავშვებს უწევთ ყოფნა. U2-მ კი დაწერა: „დიდი ხანია, ყველა შეძრწუნებული ვართ იმით, რაც ღაზაში ხდება, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვასა და ახლა კიდევ ღაზას სამხედრო აღების გეგმებს ეს კონფლიქტი სრულიად გაუკვალავ ტერიტორიაზე გადაჰყავს.”

ნახეთ მადონას პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„შენთან მინდა“ – Salio-ს ახალი კლიპის პრემიერა

შემდეგი სტატია

სნუპ დოგი 2025 წლის ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის ფინალის მთავარ შემსრულებლად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი