სნუპ დოგი 2025 წლის ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის ფინალის მთავარ შემსრულებლად დასახელდა

სნუპ დოგი შოუს 27 სექტემბერს გამართავს.
Snoop Dogg
Kevin Mazur/Peacock via Getty Images

სნუპ დოგი ავსტრალიაში მასშტაბური აუდიტორიის წინაშე წარდგება – რეპერი AFL-ის (ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის) საფინალო პერფორმანსის მთავარი შემსრულებელი იქნება.

ჰიპ-ჰოპის კალიფორნიელი ლეგენდა 2025 წლის სექტემბერში მელბურნის სტადიონზე (MCG) გამართავს მუსიკალურ შოუს. MCG არის სტადიონი, რომელიც ავსტრალიური ფეხბურთის მთავარი მოვლენის ჩატარების ადგილია.

„AFL-ის ფინალი ავსტრალიური სპორტული კალენდრის ყველაზე დიდი მოვლენაა და წელს ის კიდევ უფრო გრანდიოზული იქნება,“ – აღნიშნა AFL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ დილონმა განცხადებაში, რომელიც 12 აგვისტოს გავრცელდა. „სნუპ დოგი პიონერი და ნამდვილი შოუმენია. ის არაერთხელ გამოსულა სავსე სტადიონებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ MCG-ზე 100 000-მაყურებლიანი აუდიტორია მისთვის ყველაზე სიმბოლური შოუ იქნება.“

NFL-ის Super Bowl-ის მსგავსად, AFL-ის დიდი ფინალი ავსტრალიური საფეხბურთო სეზონის დასასრულს აღნიშნავს. ეს ღონისძიება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს.

1977 წლიდან მოყოლებული, ფინალური თამაშის დაწყებამდე აუდიტორიის წინაშე არტისტების მუსიკალური პერფორმანსები იმართება. მასშტაბები ბოლო ორ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა, რადგანაც საერთაშორისო შემსრულებლები ამ შოუს მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ. ბოლო წლების განმავლობაში სცენაზე გამოვიდნენ ედ შირანი, The Killers, KISS და ქეითი პერი. 

„გვინდა, რომ ფინალის დღე დაუვიწყარი დღესასწაული იყოს არა მხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ კულტურისა და გართობის სფეროსთვისაც. სნუპი ამ კონცეფციას იდეალურად ერგება,” – ნათქვამია დილონის განცხადებაში. 

სნუპ დოგი შოუს 27 სექტემბერს გამართავს. სხვა შემსრულებელთა ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

„დიდი პატივია, რომ AFL-ის ფინალისას გამოვალ სცენაზე – ეს ავსტრალიური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. მინდა, ეს დღესასწაული მაყურებელთან ერთად აღვნიშნო. მოდით, ეს დღე დაუვიწყარი გავხადოთ!” – თქვა სნუპ დოგმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა ღმერთს ღაზაში უდანაშაულო ბავშვების დაცვას სთხოვს

შემდეგი სტატია

ბიონსემ პირველი Primetime Emmy მოიგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი