ბიონსემ პირველი Primetime Emmy მოიგო

„ნეტფლიქსის” Beyonce Bowl-ის წყალობით მას გამარჯვების კიდევ ორი შანსი აქვს.
ბიონსე
JULIAN DAKDOUK

ბიონსე უკვე ოფიციალურად Primetime Emmy-ს ჯილდოს მფლობელია. სატელევიზიო აკადემიამ 77-ე დაჯილდოების ჟიურის კატეგორიების გამარჯვებულები გამოავლინა – ანიმაციის, კოსტიუმის, მედიაპროგრამირებისა და მოძრავი გრაფიკის ნომინაციებში.

ბიონსე კოსტიუმის დიზაინის გამარჯვებული გახდა „ნეტფლიქსის” ფილმისთვის Beyoncé Bowl. პოპვარსკვლავმა გამარჯვება გაიზიარა ახალგაზრდა დიზაინერ შიონა ტურინისთან, დამხმარე დიზაინერებთან, ერიკა რაისა და მოლი პიტერსთან, ასევე კოსტიუმების ზედამხედველ ჩელსი სტებელსა და სახელოსნოს ხელმძღვანელ ტიმოთი უაითთან ერთად.

ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Emmy-ს 77-ე ცერემონიაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში ორი ღამის განმავლობაში, 6 და 7 სექტემბერს გაიმართება. დამონტაჟებული მასალა ეთერით 13 სექტემბერს გადაიცემა. 

ჟიურის კატეგორიებში წარდგენილ ნამუშევრებს პროფესიონალთა ჯგუფები განიხილავენ. გამარჯვებულად შეიძლება დასახელდეს ერთი, რამდენიმე ან არც ერთი კანდიდატი. კატეგორიებში არ არიან ნომინანტები. ნაცვლად, არის ერთსაფეხურიანი ხმის მიცემის პროცედურა, რაც მოიცავს ღია დისკუსიებს თითოეული კანდიდატის ნამუშევარზე და სრულყოფილ განხილვას, იმსახურებს თუ არა ის Emmy-ს ჯილდოს.

ბიონსე ასევე წარდგენილია კიდევ ორ სხვა კატეგორიაში Beyoncé Bowl-ისთვის – საუკეთესო მრავალფეროვანი ლაივი (როგორც შემსრულებელი/აღმასრულებელი პროდიუსერი) და საუკეთესო რეჟისურა მრავალფეროვანი შოუსთვის (ალექს რუძინსკისთან ერთად).

ბიონსე  ისტორიაში ყველაზე მეტი, 35 გრემის მფლობელია. 2022 წელს მას მიღებული აქვს ოსკარის ნომინაციაც საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის, როგორც Be Alive-ის თანაავტორი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სნუპ დოგი 2025 წლის ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის ფინალის მთავარ შემსრულებლად დასახელდა

შემდეგი სტატია

„მომენდე“ – Mechanical Rainbow-ს და გიორგი გიგაშვილის ახალი კლიპის პრემიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი