ქარდი ბი ცხოვრების პირადულ ეტაპზე საუბრობს

15 აგვისტოს მომღერალმა სინგლი Imaginary Playerz გამოსცა.
ქარდი ბი
DOMINIQUE MAITRE FOR WWD

ამ წელს ქარდი ბის ცხოვრებაში უამრავი სიახლეა, რის გამოც მომღერალი თავის ახალ ეტაპს „ძალიან პირადულს” უწოდებს. მეორე ალბომ Am I the Drama?-ზე მუშაობის პარალელურად ქარდი ამ ყველაფერზე სოციალურ ქსელში გულახდილად საუბრობს.

„ჩემი ცხოვრების ეს თავი ძალიან პირადულია,” – წერს მომღერალი. „ბევრჯერ დავუმტკიცე ადამიანებს, რომ ცდებოდნენ. ახლა კი დროა, ეს ჩემს თავს დავუმტკიცო.”

პოსტს თან ახლავს ჯეი-ზის Imaginary Players, რომელიც ქარდიმ დასემპლა სინგლში Imaginary Playerz. სინგლი და მისი თანმხლები ვიდეოკლიპი პარასკევს, 15 აგვისტოს გამოვიდა

კვირის დასაწყისში კი ქარდიმ გაამხილა, რომ ჯეი-ზიმ მისი Imaginary Playerz მოიწონა. „რომ არ მოსწონებოდა, ალბათ ამის აღქმა არც ისე გამიჭირდებოდა, რადგან ვიფიქრებდი: კარგი, ალბათ უფრო უნდა მომენდომებინა,” – ამბობს ქარდი. „მაგრამ მიხარია, რომ მოვინდომე და მასაც მოეწონა.”

2024 წელს Offset-თან მეორედ განქორწინების შემდეგ ქარდი ახალ ურთიერთობაშია NFL-ის ვარსკვლავ სტეფონ დიგსთან. 

Imaginary Playerz მოჰყვება სინგლს Outside. ქარდი ამჟამად მეორე ალბომის გამოცემისთვის ემზადება, რომლის გამოსვლაც 19 სექტემბერს იგეგმება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Naili’s Wedding – ნინი ნუცუბიძემ Nikakoi-ს კომპოზიციის ახალი ვერსია წარადგინა

შემდეგი სტატია

ლონდონში გამართულ კონცერტზე BLACKPINK-მა Spice Girls-ის სინგლი Wannabe შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი