ლეიბლი CES Records ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, Denivarlevy-ს პირველ ქართულენოვან EP-ის გამოსცემს

EP 29 აგვისტოს გამოიცემა. ამავე დღეს Fabrika-ს მულტიფუნქციურ სივრცეში შედგება ალბომის პრეზენტაცია და სერიის – Denivarlevyh & Friends-ის დასკვნითი ღონისძიება.
Denivarlevy
ელენე თამლიანი

CES Records-ზე ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის Denivarlevy-ს, იგივე ლევან ოქროპირიძის EP სახელწოდებით „ნელა“ გამოიცემა.

Denivarlevy 22 წლის ჰიპ-ჰოპ პროდიუსერია რუსთავიდან. მისი დისკოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს უკვე რვა ალბომს და ოთხ EP-ის. არტისტის მუსიკალური სტილი აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, თრეფსა და ელექტრო რეპს. Denivarlevy-ს მუსიკალურ საქმიანობაში ხშირია კოლაბორაციები სხვადასხვა არტისტთან. მათ შორის არიან: Meme Musicc, Gigilow, Sis9, Database და სხვები.

„ნელა“ CES Records-ის რიგით 56-ე გამოცემაა. როგორც ლეიბლის რელიზში ვკითხულობთ, „ნელა“ ერთგვარი გამოწვევაა, რადგანაც ეს CES Records-ის პირველი რელიზია ჰიპ-ჰოპ ჟანრში. თავად არტისტისთვისაც ეს EP განსაკუთრებულია, რადგანაც მისი პირველი ქართულენოვანი ალბომია, რომელშიც თავადვე რეპავს.

„ნელა“ აერთიანებს ოთხ მოკლე კომპოზიციას. ალბომის პირველი სინგლი, სახელწოდებით „I. Z. A“ უკვე ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

სრული EP-ის გამოსვლის თარიღი 29 აგვისტოა. ამავე დღეს Fabrika-ს მულტიფუნქციურ სივრცეში შედგება ალბომის პრეზენტაცია და სერიის – Denivarlevy & Friends-ის დასკვნითი ღონისძიება.

Denivarlevy
პოსტერის დიზაინი: თამარი ჯაფარიძე

ეს არტისტის ბოლო მუსიკალური ლაივი იქნება საქართველოში, რადგან უახლოეს მომავალში ლევან ოქროპირიძე გერმანიაში გადადის. ის სწავლას იწყებს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან აუდიოხელოვნების ინსტიტუტში.

„ნელა“ ხელმისაწვდომი იქნება როგორც ციფრულად, ასევე ე.წ. Flexi Disc-ის სახით. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 5 სექტემბრიდან, თბილისის ფირფიტების მაღაზიებში.

იხილეთ ალბომის კრედიტები:

მუსიკის შემქმნელი და პროდიუსერი: Denivarlevy

მასტერინგი: გიორგი ქორიძე

ალბომის ყდის ავტორი: თამარ ჯაფარიძე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეი უემბლის სტადიონის სცენა, 2025 წლის 3 ივლისi, ლონდონი. ფოტო გარეთ კატერმოლი/Getty Images ABA

ნახეთ, თუ რას არქმევს ლანა დელ რეი ახალ ქანთრი ალბომს და გაიგეთ მიზეზი, თუ რატომ დაიგვიანა მისმა გამოსვლამ

შემდეგი სტატია

ტრევის კელსის მამის თქმით, სვიფტი და კელსი სინამდვილეში ორი კვირის წინ დაინიშნენ 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი