ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი  – Sevda

სიმღერას ერთ უწყვეტ კადრში გადაღებული ვიდეოკლიპი ახლავს. არტისტის თქმით, გადაღების პროცესი დადებითი ემოციებით, ახალი აღმოჩენებით და შემოქმედებითი ენერგიით სავსე აღმოჩნდა.
ქეთათო ნერგაძე - Sevda
ქეთათო ნერგაძე – Sevda

29 აგვისტოს მუსიკოსმა ქეთათო ნერგაძემ ახალი სიმღერა, სახელწოდებით Sevda და მასთან ერთად ვიდეოკლიპი გამოუშვა. როგორც თავად ავტორი ამბობს, მისი შთაგონების წყარო პირადი გამოცდილებები იყო.

ქეთათო ნერგაძე – მუსიკოსი:

„სიმღერა ქართულია და მას Sevda ჰქვია. ყველაფერი სახლში, ჩემით დავწერე, ინსპირაცია კი პირადი გამოცდილებებიდანაა აღებული. მიქსინგი და მასტერინგი გიორგი ქორიძეს ეკუთვნის, მასვე მიუძღვის წვლილი პროდიუსინგში. რაც შეეხება კლიპს, იდეა ჩემია, ზუკა სიმონიშვილმა გადაიღო და გიორგი ხვიტია დაგვეხმარა. კლიპში მისი პიკაპი გამოვიყენეთ, რომელსაც თავად მართავდა, მინდია ინასარიძემ გააკეთა ვიდეოზე ფერის კორექცია, რამაც ზუსტად ის ატმოსფერო შეუქმნა გამოსახულებას, როგორიც სიმღერას სჭირდებოდა. ვიდეო ერთი მთლიანი, უწყვეტი კადრით არის გადაღებული. სულ მინდოდა, ასეთი მარტივი კლიპი გადამეღო. მთელი პროცესი ძალიან სპონტანური და საინტერესო აღმოჩნდა. წითელი მთვარეც ამოვიდა და გზაზე მელიამაც გადაგვირბინა (რაც იღბლის ნიშანია).“

კადრს მიღმა/ ზუკა სიმონიშვილი, ფოტო: ქეთათო ნერგაძე
კადრს მიღმა / ზუკა სიმონიშვილი, ფოტო: ქეთათო ნერგაძე
კადრს მიღმა/ გიორგი ხვიტია. ფოტო: ქეთათო ნერგაძე
კადრს მიღმა/ გიორგი ხვიტია. ფოტო: ქეთათო ნერგაძე
კადრი კლიპიდან Sevda – ქეთათო ნერგაძე

Sevda-ს კლიპში კადრის უწყვეტობა მის სიმარტივესა და ბუნებრიობას უსვამს ხაზს. როგორც თავად არტისტი აღნიშნავს, ამ პროექტში მეგობრული გარემო, სპონტანურობა და სიმბოლური დეტალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რამაც გადაღების პროცესი  დაუვიწყარ თავგადასავლად აქცია. 

ნახეთ ქეთათო ნერგაძის ახალი ნამუშევარი Sevda:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Man’s Best Friend – საბრინა კარპენტერმა ახალი ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი, ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი - 2024 წლის 8 სექტემბერი, ნიუ-იორკი. სარა სტიერი/Getty Images

ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი რესტორანს ხსნიან, სადაც ტეილორ სვიფტით შთაგონებული კოქტეილი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი