ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი რესტორანს ხსნიან, სადაც ტეილორ სვიფტით შთაგონებული კოქტეილი იქნება

კოქტეილს ტეილორ სვიფტის ერთ-ერთი სიმღერის სახელი – The Alchemy ერქმევა.
ტეილორ სვიფტი, ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი - 2024 წლის 8 სექტემბერი, ნიუ-იორკი. სარა სტიერი/Getty Images
ტეილორ სვიფტი, ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი – 2024 წლის 8 სექტემბერი, ნიუ-იორკი. სარა სტიერი/Getty Images

ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი რესტორანს ხსნიან, სახელწოდებით 1587 Prime. მენიუში ტეილორ სვიფტით შთაგონებული კოქტეილიც იქნება, რომელსაც მომღერლის ერთ-ერთი სიმღერის, The Alchemy-ს სახელით წარადგენენ.

28 აგვისტოს რესტორნის ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც Kansas City Chiefs-ის წევრები  ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი ერთ-ერთ სასმელს აგემოვნებენ. კოქტეილი რესტორან 1587 Prime-ში მისი ოფიციალურად გახსნის შემდეგ, 17 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

The Alchemy ტეილორ სვიფტის ერთ-ერთი სიმღერის სახელია 2024 წლის ალბომიდან The Tortured Poets Department. გულშემატკივრები დიდი ხანია, თვლიან, რომ მომღერალმა ეს სასიყვარულო სიმღერა სწორედ ტრევის კელსის დაუწერა. 

სასმელის წარდგენა ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც კელსი და მაჰოუმსი თავიანთი ახალი ბიზნესის გახსნამდე სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

რესტორნის ვებ-გვერდის აღწერაში წერია: „თანამედროვე სტეიკჰაუსი NFL-ის ლეგენდების, პატრიკ მაჰოუმსისა და ტრევის კელსისგან. Noble 33-თან პარტნიორობით შექმნილი და კანზას სიტის სულით შთაგონებული.“

გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, ხუთშაბათს, ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი Cincinnati Bearcats-ისა და Nebraska Cornhuskers-ის თამაშს დაესწრნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ტეილორ სვიფტიც, რომელმაც პირველად გამოაჩინა ბრილიანტის ახალი ბეჭედი, მას შემდეგ, რაც წყვილმა 26 აგვისტოს, ნიშნობა დააანონსა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქეთათო ნერგაძე - Sevda

ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი  – Sevda

შემდეგი სტატია

კარიერის 20 წლის თავზე რიანა მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებსაც მის წარმატებაში მიუძღვით წვლილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი