კარიერის 20 წლის თავზე რიანა მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებსაც მის წარმატებაში მიუძღვით წვლილი

29 აგვისტოს რიანამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წლების განმავლობაში მიღებული ჯილდოები, Billboard-ის ჩარტების ტოპ-ჰიტები, ბიზნეს-წარმატებები და ფილანტროპული საქმიანობაა გაერთიანებული.
რიანა 2005 წლის MTV Video Music Awards-ის ცერემონიაზე
DIMITRIOS KAMBOURIS/WIREIMAGE

ოცი წლის წინ, 2005 წლის 29 აგვისტოს, რიანამ თავისი სადებიუტო ალბომი Music of the Sun გამოსცა. იმ დროს ვერავინ იფიქრებდა, რომ ბარბადოსელი 17 წლის გოგონა მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავი გახდებოდა.

ორი ათწლეულის შემდეგ რობინ ფენტი (რიანას ნამდვილი სახელი) უკვე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პოპვარსკვლავი. მისი კარიერა მრავალი მიმართულებით განვითარდა: მსახიობობა (Ocean’s 8,Battleship, Smurfs), ბიზნესი (Fenty Beauty, Savage x Fenty). რიანას დღეს A$AP Rocky-სგან უკვე ორი ვაჟი – RZA და Riot Rose ჰყავს და მესამე შვილზეა ორსულად. 

29 აგვისტოს  რიანამ სოციალურ ქსელში თავისი ხანგრძლივი კარიერული მიღწევები აღნიშნა. მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წლების განმავლობაში მიღებული ჯილდოები, Billboard-ის ჩარტების ტოპ-ჰიტები, ბიზნეს-წარმატებები და ფილანტროპული საქმიანობაა გაერთიანებული. ვიდეოს თან ახლდა მადლიერების გზავნილი ყველას მიმართ, ვინც მისი ოცნებების რეალობად ქცევაში შეიტანა წვლილი.

„20 წლის წინ დავტოვე ჩემი ქვეყანა, კულტურა, კულინარია, ოჯახი, რათა დამეწყო მოგზაურობა, რომელიც ჩემი პირველი მუსიკალური ნამუშევრის გამოშვებით დაიწყო!“ – დაწერა რიანამ Instagram-სა და X-ზე. „ასობით თქვენგანი ჩემი ცხოვრების და კარიერის ნაწილი იყავით თავიდანვე, ზოგი კი გზად, შემომიერთდით. სამუდამოდ მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის. ყველამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეთ იმაში, რომ ამ მოგზაურობამ დღეს აქამდე მომიყვანა! მინდოდა, ეს მომენტი გამომეყენებინა, რათა მხოლოდ ერთი სიტყვა მეთქვა: გმადლობთ! გმადლობთ საუკეთესო პირველი 20 წლისათვის! ეს იყო 20 წელი ყველაზე ერთგული, შეუპოვარი ფანებით, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით დგანან; ეს იყო 20 წელი მძიმე შრომით და ჩემ გარშემო მძიმე შრომის მოყვარული გუნდებით; 20 წელი გაკვეთილებით; 20 წელი დაუვიწყარი გამოცდილებებით და მიღწევებით; ამ 20 წლის მანძილზე ჩემი ოჯახი იყო ჩემი მთავარი საყრდენი; მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მითხრა „კი” და შანსი მომცა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ეს ყველაფერი “მაგარი” გახდებოდა (მადლობა პროდიუსერებს, დიჯეებს, ავტორებს, ქორეოგრაფებს, რეჟისორებს, დიზაინერებს, ფოტოგრაფებს, გრიმის სპეციალისტებს, ჟურნალისტებს, ბრენდებს, მენტორებს და ასე შემდეგ.) მადლობა ამ 20 წლისთვის! მადლობა ღმერთს, ძალიან გულუხვი იყო ჩემ მიმართ, დიდება მას!” – წერს რიანა.

ვარსკვლავმა გზავნილი დაასრულა ჰეშთეგით #R20 – ზუსტად ისე, როგორც მისი ერთგული ფანები მთელი დღის განმავლობაში წერდნენ სოციალურ ქსელში.

ყველაფერი Music of the Sun-ით დაიწყო, რომლის წამყვანი სინგლი Pon De Replay 2005 წლის ივლისში, სრული ალბომის გამოცემამდე ერთი თვით ადრე გამოვიდა და Billboard Hot 100-ის ჩარტში  მე-2 ადგილზე გავიდა. დღემდე რიანას 32 ჰიტი მოხვდა Hot 100-ის ტოპ-10-ში, მათგან 14-მა კი 1-ელი პოზიცია დაიკავა. Music of the Sun გამოშვებისთანავე მოხვდა Billboard 200-ის მე-10 ადგილზე და ჩარტში 35 კვირა დაჰყო.

იხილეთ რიანას სრული პოსტი, რომელიც მან მუსიკალურ ინდუსტრიაში 20 წლის აღსანიშნავად გამოაქვეყნა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი, ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი - 2024 წლის 8 სექტემბერი, ნიუ-იორკი. სარა სტიერი/Getty Images

ტრევის კელსი და პატრიკ მაჰოუმსი რესტორანს ხსნიან, სადაც ტეილორ სვიფტით შთაგონებული კოქტეილი იქნება

შემდეგი სტატია

ლედი გაგამ სერიალ WEDNESDAY-ს მეორე სეზონისთვის დაწერილი სიმღერის პრემიერა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი