ბობ დილანი უილი ნელსონის ცნობილი ფესტივალის – Farm Aid 40-ის ლაინაფს შეუერთდა

Farm Aid-ის დაარსების წინაპირობა სწორედ დილანის გზავნილი იყო, რომელიც ლეგენდარულმა არტისტმა 1985 წელს Live Aid-ის კონცერტზე გააჟღერა.
ბობ დილანი 2023 წლის 23 სექტემბერს Ruoff Home Mortgage Music Center-ში
ფოტო: გარი მილერი

ბობ დილანი ფესტივალ Farm Aid 40-ის საკულტო შემსრულებელთა სიას შეუერთდა. ღონისძიება 20 სექტემბერს მინეაპოლისში, Huntington Bank Stadium-ზე გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან Farm Aid-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – უილი ნელსონი, ჯონ მელენკამპი, ნილ იანგი, დეივ მეთიუსი და მარგო პრაისი. მათთან ერთად სცენაზე გამოვლენ კენი ჩესნი, ბილი სტრინგსი, ნეითანილ რეიტლიფი & The Night Sweats, ლუკას ნელსონი და სხვა არტისტები. ლაინაფში ასევე ვხვდებით ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: Trampled by Turtles, უაინონა ჯადი, სტივ ერლი, Waxahatchee, ერიკ ბარტონი (Black Pumas), ჯესი უელსი, მედელინ ედვარდსი და Wisdom Indian Dancers.

ბობ დილანი 2025 წლის ზაფხულის სეზონზე უილი ნელსონთან ერთად მოგზაურობს Outlaw Music Festival-ის ფარგლებში. ბოლოს ის Farm Aid-ის სცენაზე 2023 წლის 23 სექტემბერს გამოვიდა. Farm Aid ამერიკის დამოუკიდებელი ფერმერების უფლებებს უკვე ოთხი ათეული წელია იცავს და დილანის მონაწილეობა ამ ისტორიას სიმბოლურად უკავშირდება.

ყველაფერი 1985 წლის 13 ივლისს დაიწყო, როცა დილანმა ფილადელფიაში, Live Aid-ის კონცერტზე სცენიდან თქვა: „ამ ღონისძიებით შეგროვებული თანხიდან მცირედი ნაწილი, თუნდაც ერთი ან ორი მილიონიც კი შეიძლება, აქაური ფერმერების ვალების დაფარვას მოხმარებოდა.”

უილი ნელსონმა მოგვიანებით Billboard-ს უთხრა: „ეს სიტყვები  მეხის გავარდნასავით იყო.“ სულ ექვს კვირაში ნელსონმა ორგანიზება გაუკეთა პირველ Farm Aid-ს, რომელიც 1985 წლის 22 სექტემბერს, ილინოისში ჩატარდა.

პირველივე ფესტივალზე დილანი ისეთ დიდ სახელებთან ერთად გამოვიდა, როგორებიც იყვნენ ჯონი ქეში, ჯონ ფოგერტი, დონ ჰენლი, ბილი ჯოელი, ლორეტა ლინი, როი ორბისონი, ბონი რეიტი და ტომ პეტი & The Heartbreakers. სწორედ აქედან დაიწყო დილანის მჭიდრო თანამშრომლობა ტომ პეტთან და ეს კოლაბორაცია მოგვიანებით Traveling Wilburys-ის ჩამოყალიბებაშიც გადაიზარდა.

„დილანს სჭირდებოდა ბენდი პირველი Farm Aid-ისთვის,“ – იხსენებს მუსიკალური ჟურნალისტი და პეტის ბიოგრაფი ბილ დე იანგი 2017 წელს. „ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.“

დილანმა და პეტმა 1986 წელს ერთად დაიწყეს True Confessions Tour. ტურნემ 60-მდე კონცერტი გააერთიანა ავსტრალიაში, იაპონიასა და აშშ-ში – მათ შორის ვაშინგტონის RFK სტადიონზე და Madison Square Garden-ში.

1986 წლის 4 ივლისს არტისტები დისტანციურად ჩაერთნენ მეორე Farm Aid-ში.  ეს მეგობრობა შემოქმედებით პარტნიორობად იქცა: 1988 წელს დილანმა მალიბუს სტუდიაში მიიწვია პეტი, ჯორჯ ჰარისონი, ჯეფ ლინი და როი ორბისონი. ჩანაწერი Handle Me With Care საბოლოოდ ე.წ. სუპერბენდის – The Traveling Wilburys-ის დაბადების მიზეზი გახდა.

როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, Farm Aid-ის მეშვეობით ბობ დილანმა იპოვა როგორც ძლიერი ტურნეს პარტნიორი, ასევე წარმატებული მუსიკალური კოლაბორაცია. ახლა კი, 40 წლის შემდეგ, დილანი კვლავ დაუბრუნდება სცენას, რათა მხარი დაუჭიროს იმ ფერმერებს, რომელთა დაცვაზეც პირველად სწორედ 1985 წელს, Live Aid-ის სცენიდან ისაუბრა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სერხიო რამოსი მუსიკალურ კარიერას იწყებს

შემდეგი სტატია

დემი ლოვატო და Jonas Brothers 15 წლის შემდეგ Camp Rock-ის მესამე ფილმით ბრუნდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი