გიორგი გიგაშვილი ლიონში სოლო კონცერტით წარდგა

მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებებთან ერთად ქართველმა პიანისტმა ნატალია ბერიძის კომპოზიციაც შეასრულა.
გიორგი გიგაშვილი

20 სექტემბერს გიორგი გიგაშვილმა სოლო კონცერტი ლიონში, Auditorium de Lyon-ის სცენაზე გამართა. ქართველი პიანისტი ფრანგული აუდიტორიის წინაშე სერია Rising Stars-ის ფარგლებში წარდგა, რომელიც ECHO-ს (the European Concert Hall Organisation) ორგანიზებით იმართება. Rising Stars მსმენელს ევროპის მასშტაბით პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსებს აცნობს, რომელთა შერჩევაც გამორჩეული ნიჭის, ინდივიდუალურობისა და მხატვრული ხედვის საფუძველზე ხდება. 

კონცერტზე გიორგი გიგაშვილმა მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულა, როგორებიც არიან რობერტ შუმანი, კლარა შუმანი, ფელიქს მენდელსონი, ფანი მენდელსონი, დმიტრი შოსტაკოვიჩი და გალინა უსტვოლსკაია. საღამოზე შედგა ასევე ქართველი მუსიკოსის, ნატალია ბერიძის ნაწარმოების, Holy Atoms-ის პრემიერაც, რომელიც ECHO-ს დაკვეთით სპეციალურად გიგაშვილისთვის შეიქმნა.

კომპოზიციის ნაწყვეტის ვიდეოს ქართველი პიანისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

VAQO © შიო ხიდაშელი

VAQO-ს კონცერტი 28 სექტემბერს ჰარაკში გაიმართება

შემდეგი სტატია

ნაილ როჯერსი და დუა ლიპა MSG-ის შოუზე, Chic-ის კლასიკური ჰიტის Le Freak-ის შესრულებისას. 20 სექტემბერი, 2025 წელი, ნიუ იორკი / Madison Phipps

დუა ლიპამ და ნაილ როჯერსმა ნიუ-იორკში MSG-ის შოუზე ამერიკული დისკო ჯგუფის, Chic-ის კლასიკური ჰიტი Le Freak შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი