ედ შირანის ახალ კლიპზე საქართველოში დაფუძნებულმა კომპანიებმა – shelter.film-მა და Radioactive Shelter-მა იმუშავეს 

shelter.film ალბერტ ზურაშვილმა და მისმა პარტნიორებმა კიევში დააფუძნეს, ამჟამად კომპანია საქართველოდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს.
ედ შირანი
Camera

სექტემბერში ედ შირანმა მუსიკალური ვიდეო Camera წარადგინა, რომელშიც Netflix-ის სერიალ Bridgerton-ის ვარსკვლავი ფიბი დაინვორი მონაწილეობს. ვიდეოს შექმნაში ჩართული იყვნენ კრეატიული კომპანია shelter.film და ფროდაქშენ კომპანია Radioactive Shelter, რომლის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ალბერტ ზურაშვილია. shelter.film ალბერტ ზურაშვილმა და მისმა პარტნიორებმა კიევში დააფუძნეს, ამჟამად კომპანია საქართველოდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს.

რაც შეეხება ვიდეოს, მსახიობი ფიბი დაინვორი ედ შირანის ცოლს, ჩერი სიბორნს განასახიერებს. ვიდეო მათ ურთიერთობაში მნიშვნელოვან მომენტებს აცოცხლებს. შირანმა კლიპის პერსონაჟად მსახიობი სწორედ იმის გამო შეარჩია, რომ პირადი ცხოვრების დაცვა სურდა. ასეთი მხატვრული გადაწყვეტა შირანს და მის ცოლს შესაძლებლობას აძლევდა, რეალური კადრები და მოგონებები კლიპში კინემატოგრაფიული ინტერპრეტაციით, საოჯახო არქივის გაზიარების გარეშე გადაეტანათ.

shelter.film-ს ამ დრომდე არაერთ ცნობილ რეკლამასა და მუსიკალურ ვიდეოზე აქვს ნამუშევარი. მათ შორის არის A$AP Rocky-ს არაერთი ჯილდოს მფლობელი კლიპი Tailor Swif, რომელიც კიევშია გადაღებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

CHICAGO – KORDZ-მა და DRO-მ ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინეს

შემდეგი სტატია

მერაია კერი შვიდი წლის შემდეგ პირველ ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი