Lil Baby მე-12 არტისტია, რომელიც Billboard Hot 100-ში ასი ტრეკით მოხვდა

ფოტო: AB+DM/Billboard

პოპულარული ამერიკელი რეპერი Lil Baby ბილბორდის ცხელი ასეულის ისტორიაში მე-12 არტისტი გახდა, რომელიც ხსენებულ ჩარტში მინიმუმ 100 კომპოზიციით მოხვდა. ჰიტ-აღლუმში შესული ბოლო ორი ნამუშევარი Right On და In a Minute გახლდათ, რომლებიც მე-13 და მე-14 ადგილებზე გავიდნენ.

Billboard Hot 100 პირველად 1958 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. წარმოგიდგენთ იმ მუსიკოსების ჩამონათვალს, რომელთა მინიმუმ ასი სიმღერა შევიდა ცხელ ასეულში.

260 – Drake
207 – Glee Cast
180 – Lil Wayne
166 – Taylor Swift
135 – Ye
132 – Future
123 – Nicki Minaj
109 – Elvis Presley
107 – Chris Brown
104 – Jay-Z
103 – Justin Bieber
100 – Lil Baby

ლილ ბეიბის 100 ტრეკიდან 35 ტოპ ორმოცეულში მოხვდა, 9-ს კი ტოპ ათეულში ერგო ადგილი. რეპერი მეორე პოზიციაზეა გასული სამი ჩანაწერით: Wants and Needs, Girls Want Girls და Do We Have a Problem?.

ლილ ბეიბის დებიუტი ბილბორდის ჰიტ-აღლუმში 2017 წლის 30 დეკემბერს შედგა 71-ე ადგილზე გასული ნამუშევრით My Dawg. 2018 წლის ივნისში მეექვსე ადგილს მიაღწია სუპერვარსკვლავ დრეიქთან ერთად ჩაწერილმა ჰიტმა Yes Indeed. ჩარტში ასევეა მოხვედრილი ამ უკანასკნელთან ერთად შექმნილი კომპოზიცია Never Recover.

ყველაზე მეტი, 22 ტრეკი, რომელიც Billboard Hot 100-ში შევიდა, ლილ ბეიბის რეპერ Lil Durk-თან აქვს ჩაწერილი, შემდეგ მოდის Gunna ცამეტი კომპოზიციით. ამ უკანასკნელთან ერთად შექმნილი ალბომი Drip Harder ჩარტში Billboard 200 მეოთხე ადგილზე გავიდა. ლილ დარქისა და მისი სტუდიური ნამუშევარი The Voice of the Heroes კი 2021 წლის ივნისში ჩარტის სათავეში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ასევე პირველი ადგილი ერგო ბეიბის მეორე სოლო ალბომს My Turn.

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში რეპერის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა, რომელიც დღეს ოთხმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. 2021 წელს ბეიბიმ ქანიე ვესთთან და უიქენდთან ერთად ჩაწერილი ტრეკისთვის Hurricane საუკეთესო მელოდიური რეპ შესრულების ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფოტოები 2022 წლის Coachella-დან

შემდეგი სტატია

ქიდ ქადი: Rock N Roll უკანასკნელი ტრეკია, რომელიც ქანიე ვესთთან ჩავწერე

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი