თეთრი სახლი არიანა გრანდეს მიერ ტრამპის მისამართით გამოთქმულ კირიტიკას პასუხობს

„ცრემლები დაზოგე,” – მიმართავს თეთრი სახლის წარმომადგენელი მომღერალს.
არიანა გრანდე
MIKE COPPOLA/GETTY IMAGES

მას შემდეგ, რაც 29 სექტემბერს არიანა გრანდემ ინსტაგრამზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა, პრეზიდენტის წარმომადგენელმა მომღერლის მისამართით საპასუხო კომენტარი გააკეთა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილე კუშ დესაი გრანდეს პოსტს პასუხობს და უარყოფს მოსაზრებებს, რომლებიც მომღერალმა ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადაში მისი ადმინისტრაციის ქმედებებზე გამოთქვა. 

„ცრემლები დაზოგე, არიანა, რადგან პრეზიდენტი ტრამპის ქმედებებმა დაასრულა ჯო ბაიდენის ინფლაციის კრიზისი და ტრილიონების ახალი ინვესტიციები მოიზიდა. მან ხელიც კი მოაწერა ბრძანებას, რომელმაც ფედერალურ სავაჭრო კომისიას გზა გაუხსნა Ticketmaster-ის წინააღმდეგ ზომების მისაღებად, რომელიც ყვლეფდა არიანა გრანდეს კონცერტზე დასწრების მსურველ ფანებს. მალე გამოკეთდი, არიანა!” – ამბობს დესაი.

მაშინ, როცა დესაი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ინფლაციის კრიზისი დაასრულა, აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ამ თვის ანგარიში აჩვენებს, რომ ინფლაცია აგვისტოში 2.9%-ით გაიზარდა და იანვრის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა. ამასობაში კი ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სარჩელი შეიტანა Live Nation-ისა და Ticketmaster-ის წინააღმდეგ, გადასაყიდი ბილეთების ფასებზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისთვის.

არიანა გრანდემ აქტივისტ მეტ ბერსტეინის პოსტი გააზიარა, რომელიც ტრამპის მხარდამჭერებს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავდა: „250 დღე გავიდა. ახლა, როცა იმიგრანტებს ძალადობრივად გლეჯენ საკუთარ ოჯახებს და თემები ნადგურდება; ახლა, როცა თითქმის ყველაფერში ტრანსგენდერი ადამიანები დაადანაშაულეს და მათ შიშში უწევთ ცხოვრება; ახლა, როცა ყველა ჩვენგანის სიტყვის თავისუფლება განადგურების პირასაა – გახდა თქვენი ცხოვრება უკეთესი? სხვების მასობრივმა ტანჯვამ მოგიტანათ, რასაც ის გპირდებოდათ, თუ ჯერ კიდევ ელოდებით?” – ვკითხულობთ პოსტში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკოლ კიდმანი და ქით ურბანი 19-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინების დადებით მხარეზე ისაუბრა: „ახლა სრულიად სხვა ადამიანი ვარ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი