ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინების დადებით მხარეზე ისაუბრა: „ახლა სრულიად სხვა ადამიანი ვარ“

მსახიობისა და მომღერლის თქმით, წყვილის დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images
ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი განქორწინების შესახებ საჯაროდ თითქმის არ საუბრობდნენ, თუმცა, ჯენიფერი CBS-თან, Sunday Morning-ის ჟურნალისტ ლის კაუნთან ახალი ინტერვიუს დროს ამ თემასაც შეეხო. ინტერვიუ მსახიობისა და მომღერლის მომავალი ფილმის რიმეიქს, „ქალი ობობას კოცნას“  ეხებოდა, სადაც ჯენიფერი მთავარ როლს ასრულებს. ამავე ინტერვიუში კი არტისტმა ბენ აფლეკთან განქორწინების შესახებაც ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის ეს დადებითი გამოცდილება აღმოჩნდა. 

ჯენიფერ ლოპესმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ბენ აფლეკთან განქორწინება ყველაზე კარგი რამ იყო, რაც ოდესმე გადახდენია. 

მან ასევე მოიწონა ბენ აფლეკის დამოუკიდებელი, არტისტებზე ორიენტირებული სტუდია Artist Equity, რომელმაც მისი ახალი მუსიკალური დრამის დაფინანსებას შეუწყო ხელი. პროექტის პრემიერა 10 ოქტომბერს იგეგმება. 

ჯენიფერ ლოპესმა აღნიშნა: „ვუთხარი ბენს, რომ ეს იყო როლი, რომლისთვისაც დავიბადე და მისი შესრულება მსრუდა, მან კი თანხმობა განმიცხადა და რეალურად დამეხმარა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გამხდარიყო.“

ბენ აფლეკი ამ პროექტის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერია. ფილმი არგენტინელი ავტორის, მანუელ პუიგის 1976 წლის რომანის მეორე ეკრანიზაციაა და ორი არგენტინელი პატიმრის ინტიმურ დიალოგებზეა დაფუძნებული.

ჯენიფერ ლოპესმა ფილმის გადაღებას „თავშესაფარი” უწოდა. „ეს თითქოს ერთდროულად საუკეთესო და ამავე დროს ყველაზე რთული პერიოდი იყო. გადაღებების ყოველ მომენტში, როცა ამ როლს ვასრულებდი, იმდენად ბედნიერი ვიყავი, მაგრამ შინ დაბრუნებისას ყველაფერი იცვლებოდა, საკუთარ თავს ვეკითხებოდი “როგორ შევათავსო ეს ყველაფერი?” – აღნიშნა ჯენიფერმა.

შემდეგ კი განქორწინებასთან დაკავშირებით დაამატა:  „ეს იყო საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე გადამხდენია, რადგან მან შეცვალა ჩემი მე, უფრო სწორად, კი არ შეცვალა, დამეხმარა, გავზრდილიყავი. უფრო მეტად განვვითარებულიყავი და საკუთარი თავის გათვითცნობიერება უფრო კარგად შევძელი. მე ახლა სხვა ადამიანი ვარ, ვიდრე შარშან ვიყავი.” 

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანი 2002 წელს დაიწყო. წყვილი მაშინ დაინიშნა, თუმცა შემდეგ დაშორდნენ. 2021 წელს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და მომდევნო წელს იქორწინეს. 2024 წელს კი განქორწინდნენ. 

2025 წლის მარტში,  განქორწინებაზე საუბრისას, ბენ აფლეკმა ჟურნალ GQ-ს განუცხადა: „ჯენიფერი ის ადამიანია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.” მისივე თქმით, მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ საჯარო და პირად ცხოვრებაზე და არ სურს, ვინმემ იფიქროს, რომ მის მიმართ რაიმე ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

ბენ აფლეკის თქმით, მათი განქორწინება სკანდალთან ან დრამასთან დაკავშირებული არ იყო: „ეს უბრალოდ ისტორიაა ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი ცხოვრება და ურთიერთობები  გაარკვიონ ისე, როგორც ამას ყველა აკეთებს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თეთრი სახლი არიანა გრანდეს მიერ ტრამპის მისამართით გამოთქმულ კირიტიკას პასუხობს

შემდეგი სტატია

მადონას თქმით, ხელოვნურ კომაში ყოფნისას მან გარდაცვლილი დედა ნახა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი