ბიონსე D’Angelo-ს გარდაცვალებას ეხმაურება და მას პატივს მიაგებს: „არასოდეს დაგივიწყებთ”

„მადლობას გიხდით ლამაზი მუსიკისთვის, შენი ხმისთვის, საფორტეპიანო ოსტატობისა და შენი ხელოვნებისთვის,” – წერს მომღერალი.
ბიონსე
LYVANS BOOLAKY/GETTY IMAGES

ბიონსემ პატივი მიაგო D’Angelo-ს, ნეოსოულის პიონერს, რომელიც 14 ოქტომბერს პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. 

„მშვიდად განისვენე, მაიკლ იუჯინ არჩერ, მსოფლიოში ცნობილი, როგორც განუმეორებელი D’Angelo,” – დაწერა მომღერალმა თავის ვებგვერდზე და მუსიკოსის შავ-თეთრი ფოტო გააზიარა. „მადლობას გიხდით ლამაზი მუსიკისთვის, შენი ხმისთვის, საფორტეპიანო ვირტუოზობისა და შენი ხელოვნებისთვის. შენ ნეოსოულის პიონერი იყავი და სამუდამოდ შეცვალე რითმი და ბლუზი. არასოდეს დაგივიწყებთ.”

D’Angelo-ს ოჯახმა „ბილბორდთან” დაადასტურა, რომ მუსიკოსი სამშაბათს, 14 ოქტომბერს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩვენი ოჯახის კაშკაშა ვარსკვლავი ამ ცხოვრებაში ჩაქრა. სიმსივნესთან ხანგრძლივი და მამაცი ბრძოლის შემდეგ, გულისტივილით ვაცხადებთ, რომ მაიკლ დიანჯელო არჩერი, ცნობილი, როგორც D’Angelo, 2025 წლის 14 ოქტომბერს გარდაიცვალა. ვწუხვართ, რომ მან მხოლოდ ძვირფასი მოგონებების დატოვება შეძლო ოჯახისთვის, თუმცა უსასრულოდ მადლიერი ვართ იმ გასაოცარი მუსიკალური მემკვიდრეობისთვის, რაც მან მსოფლიოს დაუტოვა. გთხოვთ, ამ რთულ დროს პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს, თუმცა გიწვევთ, შემოგვიერთდეთ მისი გარდაცვალების გლოვაში, ამავდროულად კი ვიზეიმოთ ის მუსიკალური ძღვენი, რაც მან მსოფლიოს აჩუქა.”

R&B ლეგენდის გარდაცვალებას პოსტი მიუძღვნა Tyler, the Creator-მაც. რეპერმა სოციალურ ქსელში გააზიარა ამბავი, თუ როგორ იყიდა თავის მე-9 დაბადების დღეზე შეგროვებული 20$-ით სწორედ D’Angelo-ს 2000 წელს გამოსული მეორე ალბომი Voodoo.

„Cita-ს სამყაროში დაუსრულებლად ჟღერდა Left&Right; Brown Sugar ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდა და სახლში მუდმივად ისმოდა ლორენ ჰილის Nothing Even Matters. ასე რომ, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ Voodoo ჩემს მოლოდინებს გაამართლებდა. თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რომ ის ჩემს მუსიკალურ დნმ-ს ჩამოაყალიბებდა,” – წერს ტაილერი. „რა რაოდენობის რეპი მაქვს დაწერილი მის Booty-ზე იმ წელს, რამდენჯერ მიცდია Send It On-ის ვოკალის გამეორება, რამდენი ნაკაწრი გაუჩნდა დისკს იმის გამო, რომ The Root-ს განუწყვეტლად ვამეორებდი…. ძალიან ბევრი.”

რეპერმა ასევე დაწერა, თუ როგორ შთააგონა Voodoo-ს ერთ-ერთმა სიმღერამ One Mo’Gin-მა Ring Ring Ring-ის შექმნა, რომელიც ტაილერის ბოლო, Billboard 200-ის ლიდერ ალბომში, Don’t Tap the Glass-შია შესული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშმა საჩუქრები გაუგზავნა 18 წლის ფანს, რომელმაც ის აგრესიული მსმენელისგან დაიცვა

შემდეგი სტატია

D'Angelo Shahar Azran/Getty Images

D’Angelo – მუსიკა, აურა და გაუჩინარება, რომელმაც იგი ნეო-სოულის გიგანტად აქცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი