D’Angelo – მუსიკა, აურა და გაუჩინარება, რომელმაც იგი ნეო-სოულის გიგანტად აქცია

პოდკასტ Mic Drops & Elbow Drops-ის ეპიზოდში კარლ ლამარი ნეო-სოულის ლეგენდას, D’Angelo-ს ხსოვნას პატივს მიაგებს. მუსიკოსი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა.
D'Angelo Shahar Azran/Getty Images
D’Angelo
Shahar Azran/Getty Images

პოდკასტ Mic Drops & Elbow Drops-ის ეპიზოდში კარლ ლამარი ნეო-სოულის ლეგენდას, D’Angelo-ს ხსოვნას პატივს მიაგებს. მუსიკოსი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა.

D’Angelo – ნეო სოულის ჭეშმარიტი გამომხატველი იყო, ნამდვილი ქარიზმითა და მოხიბვლის უნარით გამორჩეული, რომელსაც თავისი ჟანრისთვის არასდროს უღალატია. 20 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში D’Angelo-ს მხოლოდ სამი ალბომი აქვს გამოცემული,  თუმცა თითოეული მათგანი უდიდესი  მოვლენა იყო. სწორედ ამიტომაც, 51 წლის ასაკში მისი დაკარგვა შოკისმომგვრელია. 

D’Angelo-ს განსაკუთრებული აურა ჰქონდა მაშინაც კი, როცა Gen Z-ს ამ სიტყვის მნიშვნელობა არც კი ესმოდა. მჭიდროდ შეკრული დრედებითა და შუბლზე ბენდენით, 90-იანების ტიპური რომანტიკული ვარსკვლავისგან ის სრულიად განსხვავდებოდა. არ ეცვა კოსტiუმები და არ ჩურჩულებდა ტკბილ სიტყვებს, მას ქუჩის ხიბლი ჰქონდა.

D’Angelo ერთგვარად „გეტოს სახარებას“ ქმნიდა, სადაც მამის, მღვდლისგან მიღებულ სულიერებას საკუთარ აღსარებებს ამატებდა და ქადაგებდა სიყვარულზე, სექსზე თუ ურთიერთობებზე.

მუსიკოსის 1995 წლის დებიუტი Brown Sugar თანამედროვე R&B-ისთვის წმინდა წიგნად ითვლება, რომელიც სავსეა ბუნებრივი სიმშვიდითა და თვითდაჯერებული ენერგიით, რაც D’Angelo-ს ყოველთვის გამორჩეულ არტისტად წარმოაჩენდა. 

მუსიკოსის  ძლიერი ტენორი საოცრად ჟღერდა, თუმცა მსმენელს მონუსხულს სწორედ  მისი თამამი და გულწრფელი ტექსტები ტოვებდა. აღსანიშნავია Billboard-ის ტოპ ათეულში შესული მისი სიმღერა Lady, რონელმაც ამ ჟანრში სხვა ნიშა შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა სცადა მისი  პერსონაჟის ენერგიის გამეორება, D’Angelo-მ სიმღერა Untitled (How Does It Feel)-ით ეს მცდელობა უკონკურენტო გახდა. სხვადასხვა მინიშნებებით სავსე ნამუშევარში მუსიკოსის ხმა იმდენად ემოციური და ცოცხალია, რომ პირველივე მოსმენით,  შესაძლოა, მსმენელმა ყველა შრე ვერ აღიქვას.

სიმღერის თამამმა ვიდეოკლიპმა მუსიკალური ინდუსტრია შოკში ჩააგდო. D’Angelo-ს სხეულის იდეალურმა ფორმებმა და მიმზიდველმა შესრულებამ იმდენად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ბევრმა კოლეგამ პირდაპირ სპორტულ დარბაზებს მიაშურა.

1995 წლის Brown Sugar-სა და 2000 წლის Voodoo-ს შორის ხუთწლიანი პაუზის მიუხედავად, ეს მოლოდინი სრულად გამართლდა ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა Chicken Grease და The Line, მათი ღრმა ჟღერადობა და შრეებიანი ტექსტურა ცხადყოფს, რომ  მსგავსი გენიალობა ერთ დღეში არ იბადება. 

მიუხედავად იმისა, რომ Untitled ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, D’Angelo-ზე მძიმე ფსიქოლოგიური კვალი დატოვა და ის განმარტოებულად აქცია. ახლო მეგობრის გარდაცვალებამ ალკოჰოლზე დამოკიდებულება გაუმძაფრა. მუსიკოსი საჯარო ცხოვრებას ჩამოშორდა. ის და ლორინ ჰილი თითქოს საკუთარ ვაკუუმში არსებობდნენ: დაუვიწყარი მემკვიდრეობით, მაგრამ ინდუსტრიით გულგატეხილები.

D’Angelo  სცენაზე მხოლოდ 2014 წელს, თითქმის 14 წლის შემდეგ დაბრუნდა, რაც მისი მეორე, საკულტო ალბომი გამოვიდა. მესამე ალბომმა, Black Messiah-მა, უნივერსალური აღიარება მოიპოვა, ეს იყო სამყარო, სადაც ფანკი, როკი და R&B ერთად სინთეზირდა.

Black Messiah სოციალურად დაძაბული პერიოდის საუნდტრეკად იქცა, როცა პოლიციური ძალადობა და პოლიტიკური ანგარიშგება ამერიკის ლანდშაფტს ცვლიდა.

 D’Angelo-ს დისკოგრაფია მოცულობითი არასდროს ყოფილა. მას R&B-ის ისტორიაში ხმაურიანი ჰიტებით ადგილი არ დაუმკვიდრებია. Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მისი მხოლოდ ერთი სიმღერა – Lady მოხვდა, მაგრამ D’Angelo ისეთ მომენტებს  ქმნიდა, რომლებიც მარადიულად რჩება და ცდება ჟანრსაც და კულტურასაც. მომენტებს, რომლებიც გახსენებენ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა ყოველთვის  გმირის მოსასხამს ან ზებუნებრივ ძალას არ საჭიროებს. ზოგჯერ საკმარისია კალამი, სტუდია და შთამბეჭდავი ამბავი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსე D’Angelo-ს გარდაცვალებას ეხმაურება და მას პატივს მიაგებს: „არასოდეს დაგივიწყებთ”

შემდეგი სტატია

კევინ ფედერლაინი ბრიტნი სპირსის შესახებ: „შეუძლებელია თავის მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგად არის”

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი