კევინ ფედერლაინი ბრიტნი სპირსის შესახებ: „შეუძლებელია თავის მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგად არის”

ბრიტნი სპირსის წარმომადგენელის თქმით, მემუარების გამოცემით, ფედრლაინი სპირსისგან სარგებლის მიღებას ცდილობს.
კევინ ფედერლაინი. 2018 წლის 24 მარტი.
BRYAN STEFFY/WIREIMAGE

კევინ ფედერლაინი დაანონსებულ მემუარებში სპირსის დედობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს. მემუარები, სახელწოდებით – You Thought You Knew – 21 ოქტომბერს გამოვა. 

როგორც The New York Times-მა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა, წიგნში ფედერლაინი წერს შიშზე, რომ მისი ყოფილი მეუღლის მდგომარეობა კვლავ საფრთხეშია და სვამს კითხვას – იყო, თუ არა 2021 წელს მეურვეობის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება.

„სიმართლე ისაა, რომ ბრიტნის მდგომარეობა ისეთი მიმართულებით მიდის, საიდანაც, შესაძლებელია, ვეღარ დაბრუნდეს,“ – აღნიშნავს ის ერთ-ერთ თავში. „აღარ არის გამართლებული იმის თქმა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ჩემი პერსპექტივიდან ჩანს, რომ დრო იწურება. თუ არაფერი შეიცვლება, ცუდი რამ მოხდება და ყველაზე მეტად მეშინია, რომ ბოლოს ჩვენს შვილებს მოუწევთ ამ შედეგთან გამკლავება.“

სპირსი და ფედერლაინი 2004 წელს დაქორწინდნენ და 2007-ში განქორწინდნენ. მათ ორი შვილი  – 20 წლის შონი და 19 წლის ჯეიდენი ჰყავთ.

წიგნის სხვა მონაკვეთში ფედერლაინი ამტკიცებს, რომ სპირსი  შვილების მიმართ შემაშფოთებელ ქცევას ავლენდა. მისი თქმით, „ბავშვებს ზოგჯერ ღამით ეღვიძებოდათ და ხედავდნენ, რომ ის ჩუმად იდგა კარის ზღურბლთან, დანით ხელში და უყურებდა მათ ძილში. შემდეგ კი უბრალოდ ტრიალდებოდა და მიდიოდა, ყოველგვარი განმარტების გარეშე.“

ბრიტნი სპირსის წარმომადგენელმა ეს ბრალდებები Billboard-ისთვის გაზიარებულ განცხადებაში უარყო:

„კევინის წიგნის გამოქვეყნებასთან ერთად, კვლავ გრძელდება მცდელობა, რომ [ბრიტნის ხარჯზე] ფინანსური სარგებელი მიიღოს,“ – წერია განცხადებაში. „სამწუხაროა, რომ ეს ხდება მას შემდეგ, რაც ბავშვების ალიმენტი დასრულდა. ბრიტნისთვის მთავარი კვლავ მის შვილებზე – შონ პრესტონზე და ჯეიდენ ჯეიმსზე ზრუნვაა. თავის მემუარებში (The Woman in Me) მან თავადაც გულწრფელად აღწერა საკუთარი გზა.“

ფედერლაინის წიგნი გაყიდვაში 21 ოქტომბრიდან გამოვა. იმავე საღამოს ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუს Entertainment Tonight-თან ჩაწერს. წინასწარ გამოქვეყნებულ თიზერში ფედერლაინი ამბობს, რომ მისთვის ყოფილი ცოლის ფსიქიკური პრობლემები ნამდვილი განგაშის ზარია.

„არასდროს, არც ერთხელ ვყოფილვარ ბრიტნის წინააღმდეგ. მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ჩემს შვილებს დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ. როცა ყველაფერს ვაანალიზებ, ვხვდები, რომ ჩემი შვილები საერთოდ არ იცნობენ ქალს, ვისზეც ოდესღაც ვიქორწინე. ორი ათწლეულია, ამ ხიდის აშენებას ვცდილობ.“

ფედერლაინის განცხადებების პარალელურად, სპირსი საჯაროდ საუბრობს შვილებთან ურთიერთობის აღდგენაზე. განქორწინების შემდეგ ბავშვებზე მეურვეობა მამას ჰქონდა და 2023 წელს ფედერლაინთან ერთად ჰავაიზე გადავიდნენ საცხოვრებლად.

2024 წლის შობის დღეს ბრიტნიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წლების შემდეგ პირველად შეძლო ჯეიდენთან დროის გატარება: „ყველაზე ბედნიერი შობა ჩემს ცხოვრებაში!!! ორი წელია, ჩემი ბიჭები არ მინახავს!!! სიხარულის ცრემლები, მადლიერება და სრული შოკი – ასეთი ბედნიერი ვარ!!! მადლობა, ღმერთო!!!“

გასულ წელს მომღერალმა ჯეიდენთან ერთად დამატებით რამდენიმე საერთო ფოტოც გააზიარა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

D'Angelo Shahar Azran/Getty Images

D’Angelo – მუსიკა, აურა და გაუჩინარება, რომელმაც იგი ნეო-სოულის გიგანტად აქცია

შემდეგი სტატია

ბიტი ვულფი და ბრიან ინო / Cecily Eno

ბრაიან ინო და ბიტი ვულფი ახალ ემბიენტ ალბომს კოსმოსში გაუშვებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი