Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუზე მუსიკალური პერფორმანსით K-pop ჯგუფი TWICE წარდგა

წელს შოუზე გამოვიდა მსოფლიო მოდის სცენაზე ცნობილი ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი. ეს მისთვის Victoria’s Secret-ის მეორე ჩვენება იყო – მოდელის დებიუტი VS-ის პოდიუმზე 2024 წელს შედგა.
K-Pop ჯგუფი TWICE 2025 წლის Victoria’s Secret-ის შოუზე. 2025 წლის 15 ოქტომბერი.
KRISTINA BUMPHREY/VARIETY VIA GETTY IMAGES

15 ოქტომბერს მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოვლენა, Victoria’s Secret-ის ჩვენება გაიმართა. წელს შოუზე გამოვიდა მსოფლიო მოდის სცენაზე ცნობილი ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი. ეს მისთვის  Victoria’s Secret-ის მეორე ჩვენება იყო – მოდელის დებიუტი VS-ის პოდიუმზე 2024 წელს შედგა. 

მატილდა გვარლიანი
Victoria’s Secret/ Youtube

შოუს ერთ-ერთი ტრადიციული ელემენტი მუსიკალური გაფორმებაა – მოდელების გამოსვლის პარალელურად, აუდიტორიის წინაშე მოწვეული შემსრულებლები წარდგებიან. წელს ერთ-ერთი მონაწილე იყო K-pop-ის გოგონების ჯგუფი –  TWICE. ჯგუფის ოთხი წევრი – ნაიონი, ჯიჰიო, ცზიუი და მომო Victoria’s Secret-ის პოდიუმზე მუსიკალური ნომრებით გამოვიდნენ. შოუ გაიხსნა სიმღერით „This Is For“ – მათი მეოთხე ალბომის ცნობილი ტრეკით, რომელიც ივლისში გამოვიდა. ტექსტი იდეალურად ეხმიანებოდა ქალებისადმი მიძღვნილ ჩვენებას – ფრაზები თითქოს სწორედ იმ საღამოსთვის იყო დაწერილი.

შემდეგ ჯგუფმა შეასრულა სინგლი „Strategy“, რომელიც იმავე სახელწოდების EP-შია შეტანილი. ორივე ნომერში TWICE-ის წევრებმა Victoria’s Secret-ის ქვებრენდის –  PINK-ის ლუქები მოირგეს. მათთან ერთად პოდიუმზე გამოვიდნენ მოცეკვავეები და მოდელები, რომლებმაც PINK-ის ახალგაზრდული და ყოველდღიური სტილის კოლექცია წარადგინეს.

ამავე საღამოს სცენაზე ვიხილეთ KAROL G, Madison Beer და Missy Elliott.

რაც შეეხება TWICE-ს, ჯგუფმა უკვე დააანონსა მსოფლიო ტური – This Is For 2026, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, the Creator გარდაცვლილ მუსიკოსს, D’Angelo-ს იხსენებს და აღიარებს ადამიანად, რომელმაც „მისი მუსიკალური დნმ ჩამოაყალიბა”

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანის თქმით, მენტალური კრიზისის დროს კანიე უესტი მათ ლამბორგინებს სხვებს ჩუქნიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი