A$AP Rocky-ს თქმით, რიანასთვის მოსიყვარულე ქმრობაა ის, რაც მას აბედნიერებს

წყვილი 2020 წლიდან ერთადაა და მათ სამი შვილი ჰყავთ, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან.
რიანა და A$AP Rocky
ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES

A$AP Rocky-მ კიდევ ერთხელ დააინტრიგა გულშემატკივრები იმის შესახებ, გაიკეთებს თუ არა საქორწინო ბეჭედს. Perfect-თან ახალ ინტერვიუში რეპერმა პროვოკაციული განცხადება გააკეთა თავის დიდი ხნის სიყვარულზე, რიანაზე, რომელთანაც მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როცა მუსიკოსს სთხოვეს, აღეწერა მომენტი, როცა ყველაზე დიდ კმაყოფილებასა და ბედნიერებას გრძნობს, 37 წლის როკიმ უპასუხა: „ვფიქრობ, სიმშვიდე მაბედნიერებს. ვიყო მამა, პარტნიორი და მოსიყვარულე ქმარი – ეს არის, რაც ბედნიერს მხდის.”

პასუხის პროვოკაციულობა კი სიტყვებში „მოსიყვარულე ქმარი” იმალება, რადგან წყვილს აქამდე საჯაროდ არასდროს დაუდასტურებია მათი ოფიციალური სტატუსი. 

„ესაა, რაც სინამდვილეში მოტივაციას მაძლევს, რომ გამოვხატო ჩემი თავი შემოქმედებითად, ვიყო ოჯახის კაცი და ვიყო ხელოვანი,” – ამბობს როკი, რომელმაც ჟურნალთან ჩანიშნული ინტერვიუს დრო გადადო, რადგან ერთ-ერთი შვილის დაბადების დღის წვეულებისთვის მზადებით იყო დაკავებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რეპერმა მინიშნება გააკეთა, რომ წყვილი, შესაძლოა, უკვე ოფიციალურად იყოს დაქორწინებული. სექტემებრში Elle-თან ინტერვიუში მან ასეთი რამ თქვა: „რა იცით, რომ უკვე ქმარი არ ვარ? ამას ჯერ მაინც არ დავადასტურებ.” პარიზში კი, Cannes Lions ფესტივალზე, როკიმ თავისი 2022 წლის სიმღერა D.M.B., მისი თქმით, თავის ცოლს მიუძღვნა. 

წყვილს, რომელის 2020 წლიდან ერთადაა, ურთიერთობა საჯაროდ ჯერ არ გაუოფიციალურებია.  თუმცა სწორედ D.M.B.-ს ვიდეოკლიპის ბოლო სცენაში როკისა და წითელ კაბაში გამოწყობილ რიანას ვხედავთ, რომლებიც ქორწინდებიან.

მიუხედავად ეპიკური წარმატების წლისა, რეპერმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალდაბადებული ქალიშვილი მისი აქამდე არსებული ყველაზე საყვარელი პროექტია. რიანა და როკი ქალიშვილის მშობლები 13 სექტემბერს გახდნენ. მანამდე წყვილს ორი ვაჟი ჰყავდა – 3 წლის RZA და ორი წლის რაიოტ როუზი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Public Enemy-ს წევრები Flavor Flav და Chuck D 2025 წლის Shaky Knees მუსიკალური ფესტივალი. 2025 წლის 20 სექტემბერი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი. Terence Rushin/Getty Images

Public Enemy-მ პოლიტიკური შინაარსის ვიდეო The Hits Just Keep on Coming წარადგინა, რომელიც ისტორიულ გაკვეთილად იქცა

შემდეგი სტატია

ოზი ოსბორნის შვილიშვილმა ჰელოუინზე ღამურის კბენის მომენტი გააცოცხლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი