კვირის მუსიკალური გზამკვლევი

ახალი მუსიკა Florence + The Machine, Tyler, The Creator-ის, Brent Faiyaz და სხვა არტისტებისგან.
Florence and the Machine 2023 წლის 2 სექტემბერი, ესპანეთი ბიანკა დე ვილარი/WIREIMAGE
Florence and the Machine 2023 წლის 2 სექტემბერი, ესპანეთი ბიანკა დე ვილარი/WIREIMAGE


Billboard-ის პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზების მიმოხილვაა, სიმღერების რომლებიც კვირის განმავლობაში აქტუალური იყო.

Florence + The Machine, Everybody Scream

აღსანიშნავია Florence + The Machine-ის ახალი ალბომი Everybody Scream, რომელიც ჰელოუინის  განწყობას იდეალურად გადმოსცემს, თუმცა არა ფენტეზის, საშიშს და არარეალურს, არამედ ცხოვრებისეულ, რეალურ გამოწვევებს ასახავს, თუ როგორ აწყდება პოპ-როკ შემსრულებელი ქალი მუსიკალურ ინდუსტრიაში სხვადახვა პრობლემებს. მუსიკოსს ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. ალბომი მის ძალას და ენერგიას გადმოსცემს. 

Tyler, The Creator  – Mother

Tyler, The Creator მიიჩნევს, რომ მისი ახალი ბონუს ტრეკი Mother ძალიან მნიშვნელოვანია ალბომ CHROMAKOPIA-სთვის, ამიტომ  ტრეკლისტის შუაში განათავსა. სიმღერა მის დედაზეა, თუ როგორ ზრდიდა და ასწავლიდა ცხოვრებას.  კომპოზიცია ინტენსიურია, დაძაბული რიტმითა და ელქტრონული კლავიშის სინთეზში ჰარმონიული ჟღერადობით. 

Brent Faiyaz  – Have To

კროსოვერ R&B-ისთვის  შესანიშნავი წელია და  Brent Faiyaz-ის დაბრუნებისთვის ახლა საუკეთესო დროა. მისი ახალი სიმღერა Have To სასიყვარულო კომპოზიციაა. სიმღერაში  თავად არტისტი საკუთარი ხმის მრავალხმიან ჟღერადობას ქმნის, რომელიც საერთო ჯამში შთამბეჭდავი და უნიკალურია. 

Reneé Rapp  –  Lucky

Reneé Rapp-ს განსაკუთრებით კარგად ეხერხება პოპის და მსუბუქი გრანჟ ალტერნატიული როკის სინთეზი. ამის საუკეთესო მაგალითია მისი აგვისტოს თვის ალბომი Bite Me    და ახლა კი ახალი სიმღერა Lucky, რომელიც  Now You See Me: Now You Don’t საუნდთრეკისთვისაა შექმნილი. 

Sub Focus feat. Grimes – Entwined

Grimes ‘n’ Bass! Miss Anthropocene შემდეგ Grimes ერთჯერადი პროექტებით და კოლაბორაციებით იყო დაკავებული. უახლესი მათგანია  პროდიუსერ Sub Focus-თან ერთად შექმნილი ტრეკი Entwined. ჰელოუინის ფლეილისტისთვის ეს სიმღერა იდეალურია.

Oklou – Choke Enough (Deluxe)

ამომავალი ფრანგი ელექტრო-პოპ შემსრულებელი Oklou წლევანდელი დებიუტ ალბომით Choke Enough-ით გამოჩნდა, ძლიერი Claire Boucher/Grimes ვიბებით. თუ 13-ტრეკიანი ალბომის შემდეგ მსმენელები მეტს ელოდნენ, Oklou (Marylou Vanina Mayniel) ხელახლა გამოსცემს ალბომს ოთხი ბონუს ტრეკით, მათ შორის კოლაბორაციით Fka Twigs-თან სიმღერით Viscus, სინთ ბალადით What’s Good და აკუსტიკური, მაგრამ განსაკუთრებული მახასიათებლების მქონე ტრეკით  The Fishsong Unplugged.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვიქტორია ჯასტისი - Love Zombie ჰელოუინის წვეულება GILBERT FLORES/VARIETY VIA GETTY IMAGES

 2025 წლის ვარსკვლავების ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმები

შემდეგი სტატია

ლიამ გალაგერმა გააკრიტიკა მსმენელი, რომელმაც Oasis-ის მელბურნის შოუზე ე.წ. შუშხუნა გაუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი