კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

კვირის განმავლობაში ახალი სიმღერები Summer Walker-მა, მაილი საირუსმა და სხვა არტისტებმა წარადგინეს.
Summer Walker Rahul Bhatt
Summer Walker Rahul Bhatt

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის გამო ტემპერატურა დღითიდღე იკლებს, მუსიკალურ სივრცეში ციებ-ცხელება მატულობს. კვირის განმავლობაში მუსიკალური კომპოზიციები Summer Walker-მა, მაილი საირუსმა და სხვა არტისტებმაც წარადგინეს.

ამ კვირას  R&B-ის არტისტმა Summer Walker-მა საბოლოოდ გამოაქვეყნა დიდი ხნის ნანატრი ალბომი Finally Over It, რომელიც მისი Over It ალბომების სერიის მესამე ნაწილია.

დინამიკური კოლაბორაციების მეშვეობით, კრის ბრაუნიდან დაწყებული ბრაისონ ტილერით, 21 Savage-ით, Sailorr-ით, ბრენტ ფაიაზითა და Doja Cat-ით დამთავრებული, Summer Walker საკუთარ შეხედულებებს სიყვარულზე ორ ნაწილად ყოფს. ალბომი ორ დისკად არის გამოცემული: For Better და For Worse, სადაც თითოეულს თავისი განწყობა და მიმართულება აქვს.

ნოემბრის შუა პერიოდში ასევე არაერთი ახალი პროექტი გამოვიდა. მათ შორისაა Mount Pleasant – კელსია ბალერინის ექვსი კომპოზიციისგან შემდგარი მინი ალბომი, რომელიც შინაგან განცდებს და თვითშემეცნების პროცესებს ასახავს, ასევე ლუის კაპალდის EP, სახელწოდებით Survive, რომელიც მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბრიტანელმა ჰიტების შემქმნელმა ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო მუსიკალური პაუზა აიღო. გარდა ამისა, ჯესი მერფმა Billboard 200-ის ტოპ ათეულში შესული ალბომის, Sex Hysteria-ს  დელუქს ვერსია წარადგინა, რომელშიც რვა ახალი კომპოზიციაა შესული. 

რაც შეეხება ამ კვირის სინგლებს, მაილი საირუსმა და დომინიკ ფაიკმა ახალი კომპოზიციები წარადგინეს. მაილი საირუსმა სიმღერა – Dream as One 2018 წელს კალიფორნიის ხანძრების შედეგად სახლის დაკარგვის გამოცდილების შთაგონებით შექმნა, რომელიც  Avatar: Fire and Ash-ის გამოსვლისთვის სპეციალურად დაიწერა. დომინიკ ფაიკმა კი  სიმღერა White Keys გამოსცა, რომელიც აქამდე ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა გულშემატკივრების საყვარელი ტრეკი იყო. სიმღერა არტისტმა პირველად Camp Flog Gnaw-ს ფესტივალზე Tyler, the Creator-ის გამოსვლამდე შეასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ძი იუ x „ჭაობი”

შემდეგი სტატია

მერაია კერის All I Want for Christmas Is You Billboard Hot 100-ის ჩარტში რეკორდულად ადრე დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი