კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

The Wicked: For Good საუნდტრეკი უკვე აქ არის.
არიანა გრანდე და სინტია ერივო ფილმში Wicked: For Good. 2025 წელი COURTESY EVERETT COLLECTION
არიანა გრანდე და სინტია ერივო ფილმში Wicked: For Good. 2025 წელი COURTESY EVERETT COLLECTION

კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ახალი მუსიკალური ნამუშევარი გამოქვეყნდა, მათ შორის ყველასთვის ნანატრი საუნდტრეკი ფილმისთვის  Wicked: For Good.

აღნიშნული ფილმის პირველი ნაწილის გამოსვლის შემდეგ ზუსტად ერთი წლის თავზე, მეორე ნაწილის ფილმის საუნდტრეკი სტრიმინგ სერვისებზე 21 ნოემბერს Universal Pictures-ისა და Republic Records-ის მიერ გამოქვეყნდა, იმავე დღეს, როდესაც კინოთეატრებში Wicked: For Good-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. ახალ ალბომში ბროდვეის მიუზიკლის მეორე ნაწილის ყველა ორიგინალური მუსიკაა შესული, რაზეც ფილმი Wicked დაფუძნდა, ასევე ორი სრულიად ახალი მუსიკალური ნომერი, რომელიც არიანა გრანდესა და სინტია ერივოს მიერაა შესრულებული: The Girl in the Bubble და No Place Like Home.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ Wicked-ის საუნდტრეკი, შესაძლოა, ამ კვირის ყველაზე ამაღელვებელი რელიზი იყოს, ის სულაც არ არის ერთადერთი ალბომი.

ტეიტ მაკრეიმ სრული ალბომის So Close to What დელუქს-ვერსია გამოსცა,  რომელიც Billboard 200-ის ჩარტის ლიდერ პოზიციას იკავებდა და რომელიც Billboard Hot 100-ში შესულ გახმაურებულ ჰიტს, Tit for Tat-ს მოიცავს.

ასევე, Stray Kids-მა ახალი, ხუთსიმღერიანი EP, სახელწოდებით DO IT გამოსცა, ხოლო Tainy და Karol G ახალ სინგლში Ünica გაერთიანდნენ, The Kid LAROI-მ კი ახალი ტრეკი,  სახელწოდებით A Perfect World წარადგინა.

ასე რომ, ფილმის საუნდტრეკებიდან დაწყებული, დელუქს ალბომებით და ახალი სინგლებით დამთავრებული, ამ კვირაში უამრავი ახალი მუსიკაა მოსასმენი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

შემდეგი სტატია

Radiohead-ის ლონდონის კონცერტის მნიშვნელოვანი მომენტები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი