ძმებ გიბებს უკვე ჰქონდათ ჰიტმეიკერების კარიერის ორი სრული ციკლი, როცა Bee Gees უკვე მესამედ, 70-იან წლებში გამოჩნდა – ამ შემთხვევაში უკვე როგორც დისკოს დომინანტები მაიამიდან. ჯგუფს საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა Billboard Hot 100-ის ორი ლიდერი სიმღერით, თუმცა მხოლოდ 1977 წლის ახალმა ჰიტ ფილმმა და საუნდტრეკმა აქცია ისინი უდავო სუპერვარსკვლავებად. ჩარტების დომინანტობის გარდა, მათ ასევე დაიწყეს სიმღერების სხვა არტისტებისთვის შექმნა, მათ შორის იყო გიბსების უმცროსი ძმაც, და მალე ტოპ 40-ეულის ჰიტების უმრავლესობას სწორედ Bee Gees-ის სიმღერები შეადგენდა. მაგრამ ეს წარმატება სამუდამოდ არ გაგრძელებულა. ათწლეულის ბოლომ დისკოს მასიური უკუსვლა, შესაბამისად, გიბსების პოპულარობის ვარდნაც მოიტანა.
ამ კვირის უდიდესი პოოპვარსკვლავების პოდკასტში წამყვან ენდრიუ ანტერბერგერს უერთდება კრის დალა რივა, ავტორი წიგნისა Uncharted Territory: What Numbers Tell Us About the Biggest Hit Songs and Ourselves. ისინი განიხილავენ პერიოდს, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა Billboard Hot 100-ის ისტორიაზე – The Bee Gees-ის 1978 წელი. პოდკასტში განხილულია სტატისტიკა და კონტექსტი გიბსების ჩარტებისა და კულტურული დომინაციის პერიოდში, სანამ საუბარი შეეხება იმას, თუ რატომ ვერ გასტანდა ეს ყველაფერი დიდხანს.
გზადაგზა დასმულია ყველა მნიშვნელოვანი კითხვას Bee Gees-ის ყველაზე წარმატებული წლის გარშემო: მიიღო თუ არა ბარი გიბმა ის პატივისცემა, რასაც იმსახურებს, როგორც პოპის ყველა დროის საუკეთესო კომპოზიტორი? რას იფიქრებდნენ დღეს ბავშვები Saturday Night Fever-ის მოულოდნელ ძალადობაზე? არის თუ არა მორის გიბი გმირი გამელოტების წინაშე მდგარი პოპვარსკვლავებისთვის? Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band ისეთი ცუდი ფილმია, რომ კარგია თუ ისეთი ცუდი, რომ მისი ყურება შეუძლებელია? ღირს Sesame Street Fever მოსმენად? და რა თქმა უნდა: რატომ არ ახსენებენ Bee Gees-ის 1978 წელს უფრო ხშირად, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოპწელიწადს?
მოუსმინეთ პოდკასტს: