ქრისტინა აგილერამ სადღესასწაულო მუსიკალური შოუ დააანონსა

შოუ, რომელიც პარიზშია გადაღებული, აგილერას საშობაო ალბომის – My Kind of Christmas-ის 25 წლის იუბილეს ეძღვნება და აშშ-ის კინოთეატრებში 14 და 21 დეკემბერს აჩვენებენ.
კრისტინა აგილერა: Christmas in Paris

ქრისტინა სპეციალური სადღესასწაულო შოუს ახალ თიზერს ავრცელებს. „My Favorite Things – პირველი სინგლია ჩემი საშობაო სპექტაკლიდან, რომელიც ეიფელის კოშკზეა ჩაწერილი და ის ხვალ გამოვა,“ – დაწერა აგილერამ. მან პოსტს თან დაურთო Christina Aguilera: Christmas in Paris-ის საუნდტრეკის პირველი ჩანაწერი.

თიზერში აგილერა ასრულებს Rodgers და Hammerstein-ის კლასიკურ კომპოზიციას The Sound of Music-იდან. 

სპეციალური შოუ მომზადებულია აგილერას საშობაო ალბომის – My Kind of Christmas-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად. პროექტის რეჟისორი ემის მფლობელი სემ უოუჩია, რომელმაც ასევე გადაიღო Taylor Swift: The Eras Tour. გადაღებები პარიზში, Musée du Quai Branly-ს თავზე მდებარე ზამთრის ბაღის ტერასაზე მიმდინარეობდა. ვიდეოში აგილერა 250-კაციანი აუდიტორიის წინაშე გამოდის.

შოუს აღწერის მიხედვით, „საშობაო ნაძვის ხედ ქცეული ეიფელის კოშკის ფონზე, აგილერა ფერად, შთამბეჭდავ სანახაობას გვთავაზობს, სადაც პარიზის ხედები მისთვის ერთდროულად სცენაც არის და მაყურებელიც.”

ფილმი ასევე მოიცავს ფრაგმენტებს პარიზის სხვადასხვა ლოკაციებიდან, მათ შორის ლეგენდარული Crazy Horse-ის კაბარედან. აგილერას შოუს გრანდიოზული ფინალი თოვლიან სცენაზეა გადაღებული – პირდაპირ ეიფელის კოშკის წინ. 

Christmas in Paris-ს აშშ-ის კინოთეატრებში 14 და 21 დეკემბერს აჩვენებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tergi to Hudson Jazz Festival

ნიუ-იორკი პირველ ქართულ ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

Bedford Falls ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი