ბენი ბლანკოს დედის სახლი გაძარცვეს 

პოლიციის თქმით, სანდრა ლევინი სააბაზანოში იმალებოდა, როცა დასახმარებლად 911-ში დარეკა.
ბენი ბლანკო დედასთან, სანდრა ლევინთან ერთად
BRUCE GLIKAS/WIREIMAGE

ბენი ბლანკოს დედა საკუთარ სახლში, კალიფორნიაში, ძარცვის მცდელობის მსხვერპლი გახდა. როგორც ABC7 იუწყება, პოლიციის თქმით, სანდრა ლევინი სახლში მარტო იმყოფებოდა და უვნებლად გადარჩა მას შემდეგ, რაც მძარცველები მის საცხოვრებელში შეიჭრნენ. ოფიციალური უწყებები ლევინის იდენტიფიცირებას არ ახდენენ, თუმცა მეზობლების ცნობებითა და უძრავი ქონების ჩანაწერებით დასტურდება, რომ სახლი სწორედ მას ეკუთვნის. 

ოფიციალური ინფორმაციით, ლევინი სააბაზანოში იმალებოდა, საიდანაც დახმარებისთვის 911-ს მიმართა მას შემდეგ, რაც გაიგონა, როგორ ჩაამსხვრიეს ეჭვმიტანილებმა შუშის კარი. ლევინმა გაიგონა, როგორ ავიდნენ ისინი მეორე სართულზე და გააღეს საძინებლის კარი. ხოლო როცა მან სააბაზანოდან გამოიხედა, მძარცველებმა ის შენიშნეს და გაიქცნენ. როცა პოლიცია ადგილზე მივიდა, ეჭვმიტანილებს ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა გაქცევამდე რამდენიმე ოთახი გაჩხრიკეს და გარკვეული ნივთები მოიპარეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა ნივთებზეა საუბარი. ასევე უცნობია, იყვნენ თუ არა მძარცველები შეიარაღებული.  ძარცვაში მონაწილე პირები ჯერ კიდევ არ არიან იდენტიფიცირებული, თუმცა, პოლიციის თქმით, საუბარია ორ მამაკაცზე, რომელთაც ეცვათ მუქი ტანისამოსი და ეკეთათ ნიღბები. „ბილბორდთან” საუბარში პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად საქმის მასალები გამომძიებლების ხელშია.

ბენი ბლანკოს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

Araushavs - Oh Margarita

Oh Margarita – სიმღერა, რომელიც წარსულის ნოსტალგიურ და თანამედროვე ჟღერადობებს აერთიანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი