Oh Margarita – სიმღერა, რომელიც წარსულის ნოსტალგიურ და თანამედროვე ჟღერადობებს აერთიანებს

ახალი სიმღერით პროექტ Araushavs-ის დებიუტი ლეიბლ for no reason records-ის საშუალებით შედგა
Araushavs - Oh Margarita
Araushavs – Oh Margarita

26 ნოემბერს ლეიბლ for no reason-ის ქვეშ პროექტ Araushavs-ის პირველი სიმღერის დებიუტი შედგა. Oh Margarita – დები იშხნელების შთაგონებით შექმნილი კომპოზიციაა. 

სინგლი პროექტის მომავალ ალბომში შევა, რომელიც 2026 წლის გაზაფხულზე გამოვა. ეს სინგლი მესამე ოფიციალური რელიზია ლეიბლისთვის, რომელიც სანდრო თედიაშვილის დაარსებულია. Araushavs-ის წევრები კი სანდრო თედიაშვილი, გვანცა ენუქიძე და ზურაბ ბაბუნაშვილი არიან.

სანდრო თედიაშვილი – ლეიბლ for no reason records-ის დამაარსებელი:

„შეკვეთა მქონდა თეატრიდან და ვმუშაობდი სწორედ დები იშხნელების ,,ო, მარგარიტაზე”. სიმღერის რამდენიმე  ვარიაცია შევქმენი და ერთ-ერთი ვერსია, რომელიც სპექტაკლისთვის არ გამოიყენეს, გამოუქვეყნებელი დარჩა. გვანცა ენუქიძე და ზურაბ ბაბუნაშვილიც ჩემი მეგობრები და თანამშრომლები არიან. მათთან ერთად მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, შესაბამისად, დაახლოებით სამი-ოთხი თვის მუშაობის შემდეგ გამოგვივიდა პატარა ალბომივით, რის გამოშვებასაც for no reason-ზე ვგეგმავთ. ასევე დაიბეჭდება ფირფიტები. თავად პროცესი ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.”

Oh Margarita-ს ვიდეო-კლიპზე შიო ხიდაშელი მუშაობდა, რომლის ვიზუალური ესთეტიკაც მუსიკის ატმოსფეროს სინთეზურად ერწყმის.

მოუსმინეთ Oh Margarita-ს, დები იშხნელების ინსპირაციით შექმნილ მუსიკალურ კომპოზიციას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენი ბლანკოს დედის სახლი გაძარცვეს 

შემდეგი სტატია

ბრაიან ინო და სხვა ვარსკვლავები პალესტინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო საშობაო სინგლს გამოსცემენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი