ინგლისელი მუსიკოსი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი მომღერალი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი კრის რი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.


აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის სიმღერები, განსაკუთრებით კი მისი საშობაო სიმღერა, სახელწოდებით Driving Home for Christmas (1986), მსოფლიო მასშტაბის ჰიტად არის აღიარებული,  რომელიც სადღესასწაულო განწყობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

1970-80-იანი წლების წარმატებული მუსიკალური კარიერის შემდეგ მუსიკოსი ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოლო შემსრულებლად იქცა, მისი ორი სოლო ალბომი: The Road to Hell და Auberge კი ბრიტანეთის ჩარტების სათავეში მოექცა. 

კრის რის 2001 წელს პანკრეასის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა, 2016 წელს კი მომღერალმა ინსულტი გადაიტანა.  

ოჯახის წევრის თქმით, გარდაცვალების მომენტში იგი ახლობლების გარემოცვაში იმყოფებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ორგანიზებით, PEGGY GOU თბილისში დაუკრავს

Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ორგანიზებით, PEGGY GOU თბილისში დაუკრავს

შემდეგი სტატია

ქეთი მელუა - ფოტო: Matt Crossick, PA Media

ქეთი მელუამ ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ საშობაო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი