A$AP Rocky 2026 წლის პირველი Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი იქნება

ეპიზოდს Stranger Things-ის ვარსკვლავი ფინ ვოლფჰარდი გაუძღვება.
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

A$AP Rocky 2026 წლის SNL-ის (Saturday Night Live) პირველი ეპიზოდის მუსიკალური სტუმარი იქნება. ტელეკომპანია NBC-იმ ეს სიახლე 20 დეკემბრის ეპიზოდში დააანონსა, რომლის მოწვეული წამყვანი არიანა გრანდე იყო. SNL-ში რეპერი 17 იანვარს – მისი მეოთხე სტუდიური ალბომის, Don’t Be Dumb-ის გამოსვლის მეორე დღეს გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ალბომის გარეკანის დიზაინზე ლეგენდარულმა რეჟისორმა, ტიმ ბარტონმა იმუშავა.

იმ ეპიზოდს, სადაც როკი ახალ სიმღერებს შეასრულებს, Stranger Things-ის ვარსკვლავი ფინ ვოლფჰარდი გაუძღვება. ბოლო დროს როკიმ კარიერა აქტიურად დაუკავშირა კინოს – მან ახლახან დაასრულა მუშაობა სპაიკ ლის ახალ ფილმზე – Highest 2 Lowest, სადაც პარტნიორობას დენზელ ვაშინგტონს უწევს.

A$AP Rocky-სთვის ეს SNL-ში პირველი გამოჩენა არ იქნება. როკის დებიუტი 2018 წლის მაისში შედგა სკეტჩში, რომლის წამყვანიც დონალდ გლოვერი იყო. სკეტჩში რეპ-ტრიო თერაპევტის კაბინეტში უთანხმოების მოგვარებას ცდილობდა. როკის პერსონაჟი მაშინ ჩნდება, როდესაც სამივე მათგანი სეანსს ასრულებს და A$AP Rocky მათ მოსაცდელ დარბაზში ხვდება.

2025 წლის ფინალურ ეპიზოდამდე ერთი დღით ადრე, SNL-ის ვარსკვლავმა ბოუენ იანგმა დაადასტურა, რომ ის შოუს ტოვებდა. იანგი პროექტს 2018 წელს სცენარისტის ამპლუაში შეუერთდა, მომდევნო წელს კი სამსახიობო გუნდის წევრი გახდა, რითაც შოუს ისტორიაში პირველი აზიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი გახდა. 20 დეკემბრის ეპიზოდი მისთვის უკანასკნელი იყო და მსახიობი მაყურებელს ემოციური სკეტჩით გამოემშვიდობა.

SNL ეკრანებს 17 იანვარს, ღამით, NBC-ზე დაუბრუნდება, ხოლო მეორე დღიდან მისი ნახვა სტრიმინგ პლატფორმა Peacock-ზე იქნება შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

შემდეგი სტატია

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” - პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
მეტი

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან
მეტი