Baby Shark და გოჭი პეპა ერთობლივი საცეკვაო რემიქსს გამოსცემენ

პოპულარული საბავშვო ანიმაციები ძალებს პირველად აერთიანებენ.
გოჭი პეპა და Baby Shark
THE PINKFONG COMPANY AND HASBRO

თითქმის 10 წელი გავიდა, რაც Baby Shark-ის დებიუტი შედგა, რის შემდეგაც ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში. დღეს კი ის ცნობილი ჰიტის რემიქსს გვთავაზობს, რომელსაც ამჯერად გოჭი პეპაც უერთდება. 

29 დეკემბერს საბავშვო ანიმაციური ინდუსტრიის ორი გიგანტი – Baby Shark და გოჭი პეპა გაერთიანდნენ და მუსიკალური ვიდეო Baby Shark x Peppa Pig გამოსცეს. ვიდეოში პეპა წყალქვეშა ნავით Baby Shark-ის სამყაროს აღმოაჩენს და ცნობილ სიმღერას საკუთარ ვოკალს ამატებს.

Baby Shark და გოჭი პეპა 2000-იანების საბავშვო მედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაჟები არიან. Baby Shark პირველად 2016 წელს გამოვიდა. 2019 წელს მან Billboard Hot 100-ის 32-ე ადგილი დაიკავა. 2022-ში კი მისმა ვიდეომ „იუთუბზე” 10 მილიარდ ნახვას გადააჭარბა.

რაც შეეხება გოჭ პეპას, 2004 წლიდან ის ბავშვების საყვარელი ბრიტანული ანიმაციაა. ყველაზე ცნობილ გოჭს შესრულებული აქვს ისეთი ჰიტების ქავერები, როგორებიცაა BTS-ის Dynamite და კეტი პერის Roar, ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე საავტორო ალბომი.

„ფერადი სამყაროების შეჯახებით, ნაცნობი პერსონაჟებითა და გადამდები მელოდიით, ეს კოლაბორაცია ყველა ასაკის გულშემატკივარს მოუტანს სიხარულს,” – ვკითხულობთ პრესრელიზში. „ეს უფრო მეტია, ვიდრე დუეტი. ეს არის ორი საბავშვო გიგანტის კულტურული გადაკვეთა და ასევე პირველი შემთხვევა, როცა გოჭი პეპა სხვა საბავშვო არტისტთან თანამშრომლობს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Forbes-ის ცნობით, ბიონსემ მილიარდერის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა

შემდეგი სტატია

Diddy-ს შვილები – ჯასტინ და კინგ კომბსები 2026 წელს დაანონსებულ დოკუმენტურ სერიალში მამის სასამართლო პროცესზე ისაუბრებენ: ნახეთ ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი