დუა ლიპა საქმროსთან ერთად გადაღებულ საშობაო ფოტოებს აზიარებს

პოპვარსკვლავი წერს, რომ 2026 წლისთვის მზადაა.
კალუმ ტერნერი და დუა ლიპა
GILBERT FLORES

დუა ლიპამ ინსტაგრამზე ოჯახური ფოტოების კარუსელი გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუზიარა, თუ როგორ ატარებს სადღესასწაულო პერიოდს. 

პოპვარსკვლავი ფოტოებში საქმროსთან, მსახიობ კალუმ ტერნერთან ერთად პოზირებს. კადრებში ჩანს, თუ როგორ ამზადებს ლიპა სადღესასწაულო სადილს, რომელსაც წყვილის საყვარელი ადამიანები ესწრებიან.

„ეს არის სიყვარული… წელს საოცრად გამომივიდა მომზადება (ყველა ვარსკვლავი საჩემოდ განლაგდა მას შემდეგ, რაც 6 თვეა, სამზარეულოში არ შევსულვარ)” – წერს ლიპა პოსტში. „ყველას გილოცავთ დღესასწაულებს და გიგზავნით სიყვარულს.”

პოსტიდან ცოტა ხანში კი გრემის მფლობელმა არტისტმა 2025 წლის რამდენიმე ფოტო გააზიარა, რომელთა შორისაცაა ტერნერთან ნიშნობის ამსახველი კადრი. „მზად ვარ 2026-სთვის. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის!” – დაწერა მომღერალმა. 

გასული წლის ივნისში ლიპამ  დაადასტურა, რომ ის და ტერნერი დაინიშნენ. მათი რომანის შესახებ ჭორები 2024 წლის იანვრიდან ვრცელდებოდა. „ეს ძალიან ამაღელვებელია,” – უთხრა მან ბრიტანულ „ვოგს” ზაფხულში. „გადაწყვეტილება, რომ ერთად დაბერდეთ, ერთად გაიაროთ ცხოვრება და უბრალოდ საუკეთესო მეგობრები იყოთ – ეს მართლაც განსაკუთრებული შეგრძნებაა.”

დეკემბერში ლიპამ Radical Optimism-ის ერთწლიანი ტურნე დაასრულა, რომელიც მის 2024 წლის ამავე სახელწოდების მქონე ალბომს ეძღვნებოდა. ალბომი Billboard 200-ის მეორე ადგილზე გავიდა. 

ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა 2026 წელი წყვილის ქორწინების თარიღი. როგორც ლიპამ ბრიტანულ „ვოგს” უთხრა, „მინდა, რომ ჯერ ჩემი ტურნე დავასრულო, კალუმმა კი – გადაღებები, ასე რომ, ჯერჯერობით ამ პერიოდით ვტკბებით. არასდროს ვყოფილვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ქორწინებაზე ოცნებობდა, ან წარმოიდგენდა, თუ როგორი პატარძალი იქნებოდა. და უცებ დავიწყე: ‘ღმერთო, რა უნდა ჩავიცვა?’”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Diddy-ს შვილები – ჯასტინ და კინგ კომბსები 2026 წელს დაანონსებულ დოკუმენტურ სერიალში მამის სასამართლო პროცესზე ისაუბრებენ: ნახეთ ტრეილერი

შემდეგი სტატია

„საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის” და „კულტურა დემოკრატიისთვის” ორგანიზებით რუსთაველზე ახალი წლის ღამეს საპროტესტო კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი