გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი

ენრი ლოლაშვილი

7 იანვარს ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა. კომპოზიტორი 78 წლის იყო.

ენრი ლოლაშვილი ცნობილია თავისი კინომუსიკით. 1985 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1987 წლიდან კი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც 1991 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი საერთაშორისო აღიარებაც ამ პერიოდს უკავშირდება. სწორედ ლოლაშვილს ეკუთვნის მუსიკა ნანა ჯორჯაძის ფილმისთვის „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა”, რომელმაც კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერის” ჯილდო დაიმსახურა. ფილმში თამაშობს კომპოზიტორის ძმა ჟანრი ლოლაშვილი.

ენრი ლოლაშვილს ეკუთვნის მუსიკა ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა „ჭიდაობას რა უნდა”, „ლიკვიდაცია”, სერიალი „კარამაზოვები” და სხვა. ის ასევე იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

კომპოზიტორს 10 იანვარს დაკრძალავენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

kordz & tamro - MEINE FREUNDE

Kordz-ის და თამრიკო კორძაიას მუსიკალური კომპოზიცია Meine Freunde

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი. CHRISTOPHER POLK/PMC

ბრუნო მარსი ბრუნდება: სუპერვარსკვლავი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი