2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” – აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
TOMORROWLAND THAILAND

რამდენიმეწლიანი ვარაუდების შემდეგ ბელგიური საცეკვაო ფესტივალის, Tomorrowland-ის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ 2026 წელს ისინი ტაილანდურ სეზონს ხსნიან. 

აღნიშნული მოვლენა აზიაში Tomorrowland-ის დებიუტი იქნება, რაც მოჰყვება ფესტივალის გამოშვებებს აშშ-ში, ბრაზილიასა და მის ზამთრის სეზონს საფრანგეთის ალპებში. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ფესტივალის ყოველწლიურ მთავარ გამოშვებასთან ერთად ბუმში, ბელგიაში, რომელსაც უკვე 20 წლის ისტორია აქვს. 

Tomorrowland ტაილანდში 2026 წლის 11-13 დეკემბერს გაიმართება. ლოკაციად პატაია შეირჩა – ტერიტორია, რომელიც ცნობილია თავისი ბუნებითა და სილამაზით. ბელგიის ზაფხულის ფესტივალისგან განსხვავებით, ტაილანდში Tomorrowland დამსწრეებს კემპინგის ადგილებს არ შესთავაზებს. ამის ნაცვლად, იქნება სასტუმროს პაკეტები, რომლებიც 28 თებერვლიდან გაიყიდება. თავად ფესტივალის ბილეთების შეძენა კი 8 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

გავრცელებულ განცხადებაში Tomorrowland-ის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ფესტივალი ტაილანდის მთავრობასთან, კერძოდ, ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით იმართება. 

„რამდენიმე აზიურ ლოკაციას შორის ტაილანდის შერჩევა ხაზს უსვამს მის მზარდ გავლენას გლობალური მუსიკის სცენაზე, ინოვაციასა და გამოცდილებაზე ორიენტირებულ ტურიზმზე. ამ მასშტაბის ფესტივალს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადგილობრივ და ეროვნულ ეკონომიკაზე, ტურიზმის ზრდაზე, სტუმარ-მასპინძლობის სექტორსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე იმ ფონზე, რომ ის მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს. Tomorrowland ტაილანდი არა მხოლოდ ახალ აუდიტორიას გააცნობს ფესტივალის მაგიას, არამედ ტაილანდს გლობალური ყურადღების ცენტრში მოაქცევს, როგორც ფართომასშტაბიანი კულტურული და გასართობი გამოცდილებების ჰაბს.”

განცხადება გაავრცელა ასევე ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაციამ: „Tomorrowland-ის მასპინძლობა ტაილანდში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმსა და შემოქმედებით გამოცდილებებში. ერთი სული გვაქვს, ვუმასპინძლოთ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომ აღმოაჩინონ ტაილანდის სილამაზე, კულტურა და სტუმარ-მასპინძლობა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრუნო მარსი 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი. CHRISTOPHER POLK/PMC

ბრუნო მარსი ბრუნდება: სუპერვარსკვლავი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

ნოელ გალაგერი - 2024 წლის 28 ნოემბერი, ლონდონი. DAVE BENETT/GETTY IMAGES

ნოელ გალაგერი მზად არის, ფილმ James Bond-ისთვის მუსიკა დაწეროს: „ეს ბრიტანელებმა უნდა გააკეთონ და არა ამერიკელებმა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი