ბრუნო მარსი ბრუნდება: სუპერვარსკვლავი ახალ ალბომს აანონსებს

ალბომის პირველი სინგლი 9 იანვარს გამოვა.
ბრუნო მარსი 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი. CHRISTOPHER POLK/PMC
ბრუნო მარსი 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი.
CHRISTOPHER POLK/PMC

დიდი ხნის შემდეგ, ბრუნო მარსი სოლო კარიერით ბრუნდება. 7 იანვარს სუპერვარსკვლავმა დიდი ხნის ნანატრი მეოთხე სოლო ალბომის, The Romantic-ის გამოსვლა დააანონსა. ალბომის რელიზი 27 თებერვალს არის დაგეგმილი, მისი პირველი სინგლი კი 9 იანვარს გამოქვეყნდება.

ბოლო პერიოდში ბრუნო მარსმა ორი წარმატებული კოლაბორაციული ჰიტი შექმნა: Lady Gaga-სთან დუეტი Die With a Smile, რომელმაც Billboard-ის 2025 წლის შემაჯამებელ Hot 100 Songs ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და ROSÉ-სთან ერთად შესრულებული სიმღერა APT., რომელმაც იმავე ჩარტში მეცხრე პოზიცია დაიკავა.

სიმღერა APT. გრემის 68-ე დაჯილდოებაზე სამ კატეგორიაშია ნომინირებული, მათ შორის წლის ჩანაწერის და წლის სიმღერის ნომინაციებში.

მანამდე კი ბრუნო მარსმა და Anderson .Paak-მა რეტრო R&B დუეტი Silk Sonic ჩამოაყალიბეს და 2021 წელს N1 ჰიტი შეასრულეს სიმღერით Leave the Door Open. დუეტმა 2022 წელს ლას-ვეგასში, Park MGM-ის სცენაზე რეზიდენტ შოუები გამართა, რის შემდეგაც ბრუნო მარსმა გლობალური სოლო ტურნე დაიწყო, რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდა.

ბოლო წლებში ბრუნო მარსის სოლო სტუდიური რელიზები იშვიათი იყო. მისი კარიერა 2010 წელს სადებიუტო ალბომით, Doo-Wops & Hooligans-ით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა ჩარტების ლიდერი ჰიტები Just the Way You Are, Grenade, Locked Out of Heaven, When I Was Your Man და That’s What I Like. ბრუნო მარსის ბოლო სოლო ალბომი 2016 წლის 24K Magic-ია, თუმცა სუპერვარსკვლავმა მიანიშნა, რომ პაუზა დასასრულს უახლოვდება. ცოტა ხნის წინ მან ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა შემდეგი აღწერით: „ჩემი ალბომი მზად არის.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი

შემდეგი სტატია

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი