იმანი დევიდ ბოუის მისი გარდაცვალების 10 წლის თავზე იხსენებს

„10 იანვარი. ტკივილი არსად წასულა,” – წერს იმანი.
იმანი და დევიდ ბოუი Keep A Child Alive-ის Black Ball-ის ცერემონიაზე. 2009 წლის 15 ოქტომბერი, ნიუ-იორკი.
KEVIN MAZUR/WIREIMAGE

იმანი თავისი გარდაცვლილი მეუღლის, დევიდ ბოუის ხსოვნას ახალ ტატუს უძღვნის. 10 იანვარს მოდელმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს აჩვენა ახალი სვირინგი, რომელსაც მუსიკოსისთვის მიძღვნილ სიმბოლოდ მოიხსენიებს. ბოუი 2016 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტატუირების პროცესის ვიდეოს ქვეშ იმანი წერს: „10 იანვარი. ტკივილი არსად წასულა.”

პოსტის ფონად ბოუის სიმღერა – Subterraneans ისმის, რომელიც მის 1977 წლის ალბომში, Low-შია შესული. მიუხედავად იმისა, რომ იმანმა არ დააკონკრეტა ტატუს ზუსტი მნიშვნელობა, ტექსტიდან ჩანს, რომ ის ერთდროულად არის მოგონების და მუდმივი სიყვარულის სიმბოლო.

დევიდ ბოუი 2016 წლის 10 იანვარს კიბოსთან 18-თვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. იმანი და ბოუი ერთმანეთს 1990 წელს შეხვდნენ და ორი წლის შემდეგ, 1992 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 2000 წლის აგვისტოში ქალიშვილი შეეძინა. 

2021 წელს ჟურნალ People-თან ინტერვიუში იმანმა ასე გაიხსენა თავისი ქორწინება: „მე თავს კვლავაც დაოჯახებულად ვგრძნობ. რამდენიმე წლის წინ ვიღაცამ დევიდს ჩემი გარდაცვლილი მეუღლე უწოდა, მე კი ვუთხარი – არა, ის არ არის ჩემი გარდაცვლილი მეუღლე, ის ჩემი მეუღლეა. ჩემი მოგონებებით, ჩემი სიყვარული ახლაც ცოცხლობს“.

კვირის დასაწყისში იმანმა ბოუის 79-ე იუბილეც აღნიშნა – ინსტაგრამზე გააზიარა მუსიკოსის შავ-თეთრი ფოტო წარწერით: „გილოცავ ზეციურ დაბადების დღეს. შენი სინათლე ჩვენს გულებში კვლავ ძლიერად ანათებს! გვიყვარხარ და გვაკლიხარ“.

ბოუი სოცუალურ ქსელში მისმა 25 წლის ქალიშვილმა, ალექსანდრია ზაჰრა ჯონსმაც გაიხსენა და მამას პოსტი მიუძღვნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანდრეა ბოჩელი მილანი-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერებს

შემდეგი სტატია

„ჩიტი ჩიორა” – ახალი მუსიკალური ვიდეო

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი