ლიზი გოზალიშვილის პირველი კონცერტი ქართულ აუდიტორიასთან  

27 თებერვალს „არტერიაში“ ლიზი გოზალიშვილის კონცერტი გაიმართება.
LIZI GOZALISHVILI
LIZI GOZALISHVILI

გერმანიაში მცხოვრები ქართველი არტისტი ლიზი გოზალიშვილი 27 თებერვალს ჯაზკლუბ „არტერიაში” ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს. ეს მომღერლის პირველი სოლო კონცერტია საქართველოში. 

ლიზი გოზალიშვილისთვის ეს საღამო არა მხოლოდ დებიუტი, არამედ  შინ დაბრუნების, საკუთარი იდენტობის ხელახლა აღმოჩენის და მუსიკალური გამოცდილების გაზიარების აქტია.

ლიზი გოზალიშვილი – მომღერალი:

„2026 წლის 27 თებერვალს საქართველოში, კერძოდ თბილისში, ჯაზკლუბ „არტერიაში“ პირველ კონცერტს ჩავატარებ. ამასთან დაკავშირებით გერმანიიდან მომყავს ჩემი ბენდი სრული შემადგენლობით.

უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და მუსიკალურ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად ეს კონცერტი ახლა ასმაგად მნიშვნელოვანია. შესაძლებლობა მეძლევა, ქართველ მსმენელს გავუზიარო ის, რასაც ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ ვქმნიდი და ამასთან, ჩემს გერმანელ ბენდის წევრებს გავაცნო ჩემი ქვეყანა. 

რეპერტუარში შევა ჩემი საავტორო სიმღერები, ბევრი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელიც, მათ შორის ყველაზე ახალი და ჩემი პირველი ქართულენოვანი სიმღერა, რომელიც ამ კონცერტის ინსპირაციადაც შეიძლება მოვიხსენიო. ქართულ ენაზე სიმღერის დაწერამ თავიდან მაპოვნინა საკუთარი თავი მუსიკაში და რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფრის გაზიარება ყველაზე მეტად ქართველ მსმენელთან მინდა.

დიდი სურვილი მაქვს, ეს კონცერტი ზუსტად ისეთივე სიმბოლური და ემოციური იყოს ყველასთვის, როგორიც ჩემთვისაა და თითოეულ მსმენელამდე მივიტანო ის ენერგია, რომელიც ჩემს მუსიკაში დიდი ხანია, საქართველოსგან ძალიან შორს გროვდება.“

ლიზი გოზალიშვილის პირველი სოლო კონცერტი საქართველოში მომღერლის პირად ისტორიასა და შემოქმედებით გზას აერთიანებს. არტისტი საავტორო მუსიკასთან ერთად ცნობილ ქართულ და უცხოურ ქავერ სიმღერებსაც შეასრულებს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls-მა ახალი კლიპი გამოუშვა

შემდეგი სტატია

KPop Demon Hunters NETFLIX

KPop Demon Hunters-ის ჰიტმა Golden YouTube-ზე  მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი