Don’t Be Dumb – მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, A$AP Rocky-მ ახალი ალბომი გამოსცა

რეპერის წინა ალბომის – Testing-ის გამოშვებიდან 7 წელზე მეტი გავიდა.
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

7 წელზე მეტი გავიდა, რაც  A$AP Rocky-მ 2018 წლის ალბომი, სახელწოდებით Testing გამოსცა. ამ დროის განმავლობაში მსმენელები ახალ ნამუშევარს – Don’t Be Dumb-ს ელოდნენ, რომელიც სტრიმინგის პლატფორმებზე 16 იანვარს გამოჩნდა.

როკის მეოთხე სტუდიურმა ალბომმა ჰიპ-ჰოპის სამყაროს 2026 წლის პირველი მასშტაბური რელიზი შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომში რიანა არ მონაწილეობს, პროექტი ვარსკვლავური კოლაბორაციებით გამოირჩევა. Don’t Be Dumb-ში ვხვდებით ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: Tyler, The Creator, Doechii, Bossman Dlow, Brent Faiyaz, Gorillaz, ჯონ ბატისტი, Slay Squad, Thundercat, Westside Gunn და will.i.am.

ალბომი 15 ტრეკს აერთიანებს, მათ შორის უკვე გამოცემულ სინგლებს – Punk Rocky-ს, რომლის მუსიკალურ ვიდეოშიც ვაინონა რაიდერი მონაწილეობს და Helicopter-ს. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განმავლობაში როკი ექვს განსხვავებულ ალტერ ეგოსაც წარმოგვიდგენს.

პრესრელიზის მიხედვით, არტისტმა ალბომის ოფიციალურ გამოსვლამდე უკვე 130 000-ზე მეტი ერთეული გაყიდა.

Don’t Be Dumb-ის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეჟისორმა ტიმ ბარტონმა, რომელსაც როკიმ ალბომის ყდის წარდგენისას საჯაროდ გადაუხადა მადლობა. Don’t Be Dumb-ის ყდა სწორედ ბარტონის მიერ არის შექმნილი.

ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა არტისტი ალბომის მხარდამჭერ მსოფლიო ტურნეს, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ 7 ივნისს ნიუ-იორკში Governors Ball 2026-ის ჰედლაინერი იქნება.

ახალი ალბომის კომპოზიციებს როკი ასევე ასრულებს Amazon Music-ის სპეციალურ პროექტში Songline, რომელიც ნიუ-იორკის სხვადასხვა ლოკაციაზე გადაიღეს. ვიზუალური ნამუშევრის პრემიერა 18 იანვარს შედგება. Songline-ის ახალი ეპიზოდი ექსკლუზიურად Amazon Music-ზე, Prime Video-სა და Twitch-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

მოუსმინეთ A$AP Rocky-ს ალბომს – Don’t Be Dumb: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

WITH ALL MY BREATH AND ALL MY BLOOD – გიორგი გიგაშვილი ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

რობი უილიამსმა მოულოდნელად ახალი ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” - პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
მეტი

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან
მეტი