თბილისი პირველად მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის (FIM) ევროპული ჯგუფის მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს

თბილისი მუსიკალური სამყაროს ეპიცენტრი ხდება.

2026 წლის მარტში თბილისი საერთაშორისო მუსიკალური ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. 3-4 მარტს საქართველო მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის (FIM) ევროპული ჯგუფის მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელიც რეგიონში პირველად ტარდება და საქართველოს კულტურულ და პროფესიულ სივრცეში ისტორიული მნიშვნელობისაა.

ღონისძიების მასპინძელი საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირია (სმპკ / TUMIG), ხოლო ფორუმი სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში თბილისში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარეები, პროფესიული გაერთიანებების ლიდერები და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. 

ფორუმის ფარგლებში  ევროპული მუსიკალური ინდუსტრიის სტრატეგიული განვითარების გეგმებს, პროფესიული უფლებების დაცვის საკითხებს, თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ ფორმატებს განიხილავენ. მონაწილე დელეგატები იმსჯელებენ მუსიკოსთა შრომითი უფლებების, კულტურული პოლიტიკისა და სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებებზე.

აღსანიშავია, რომ მსგავსი მასშტაბის პროფესიული შეკრება საქართველოში პირველად ტარდება. სწორედ ამიტომ, FIM-ის ევროპული ჯგუფის გადაწყვეტილება, შეხვედრის ადგილად თბილისი აერჩია, მკაფიოდ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ როლს საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა. ეს არის არა მხოლოდ პროფესიული აღიარება, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო ევროპაა. თბილისი ხდება ადგილი, სადაც ევროპული მუსიკის მომავალი და სამომავლო გეგმები განისაზღვრება,“ – აცხადებენ საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში.

დამატებით დეტალებისთვის გთხოვთ ეწვიოთ  საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის (TUMIG) გვერდს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

VAQO - ვახტანგ ქანთარია ფოტო: გიო მაჭავარიანი

Vaqo-ს 12 ალბომი ერთ დღეში 

შემდეგი სტატია

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი