Bad Bunny-ს სიმღერამ Tití Me Preguntó YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

ეს პუერტო-რიკოელი არტისტის მეცხრამეტე ვიდეოა, რომელიც მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა.
Bad Bunny, Tití Me Preguntó Courtesy Photo
Bad Bunny, Tití Me Preguntó Courtesy Photo

Bad Bunny-ს კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო YouTube-ის ე.წ. Billion Views Club-ს შეუერთდა. სიმღერა Tití Me Preguntó 2022 წლის 1 ივნისს გამოქვეყნდა და უკვე მილიარდ ნახვას გადააჭარბა.

ეს პუერტო-რიკოელი არტისტის მეცხრამეტე ვიდეოა, რომელმაც YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბში დაიმკვიდრა ადგილი, ხოლო Bad Bunny ამჟამად აშშ-ის ყოველკვირეულ Top Artists ჩარტში მესამე ადგილზეა.

სიმღერა მის ალბომ Un Verano Sin Tí-ში შედის, რომელიც ძლიერ რიტმსექციაზეა აგებული. ჰიტმა 2022 წლის 15 ოქტომბერს Billboard Hot Latin Songs-ის ჩარტის პირველ პოზიციას მიაღწია და 14 კვირის განმავლობაში ჩარტის სათავეში იმყოფებოდა. 

ნიუ-იორკში გადაღებული მუსიკალური კლიპის რეჟისორი Bad Bunny-ს მრავალწლიანი თანამოაზრე Stillz-ია. კლიპი სრულად გადმოსცემს სიმღერის სიუჟეტს, რომელიც მოგვითხრობს ადამიანზე, ვისაც ურთიერთობებისგან თავის დაღწევა სურს.

„ეს სიმღერა  სპონტანურად დაიბადა. აქ ნახსენები ყველა ადამიანი რეალურია. რასაც აქ ვამბობ, ყველაფერი სიმართლეა, მათ შორის ისიც, რომ მინდა, შეყვარებული ვიყო, თუმცა ამას ვერ ვახერხებ.” –  თქვა Bad Bunny-მ 2023 წელს. 

სიმღერა Tití Me Preguntó-ს YouTube-ის „მილიარდ ნახვათა კლუბში“ არტისტის იაპონური ესთეტიკით შთაგონებული ვიდეოკლიპი მოსდევს სიმღერაზე – Yonaguni. ის ამ კლუბს გასული წლის ნოემბერში შეურთდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსმა ახალი სინგლი გამოსცა

შემდეგი სტატია

„ქალების გაძლიერება მუსიკალურ ინდუსტრიაში“ – ინიციატივა, რომელიც საქართველოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ქალებს უჭერს მხარს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი