ჰარი სტაილსი და Doechii 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინაციის გამარჯვებულის წარმდგენები იქნებიან

სტაილსის მეოთხე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Kiss All the Time. Disco, Occasionally მარტში გამოიცემა.
ჰარი სტაილსი 2023 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე.
ფოტო: GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

ჰარი სტაილსი და Doechii 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინაციის გამარჯვებულის პირველ გამომცხადებლებად დასახელდნენ. ისინი დაჯილდოების ცერემონიაზე უკვე დაანონსებულ შემსრულებლებს: საბრინა კარპენტერს, Clipse-ს და ფარელ უილიამსს შეუერთდებიან. ასევე ცნობილია „საუკეთესო ახალი არტისტის“ რვა ნომინანტი – ედისონ რეი, ალექს უორენი, KATSEYE, ლეონ თომასი, ლოლა იანგი, ოლივია დინი, sombr და The Marías.

ჰარი სტაილსის მეოთხე სტუდიური ალბომი Kiss All the Time. Disco, Occasionally 6 მარტს გამოვა. ალბომის წამყვანი სინგლი, სახელწოდებით Aperture კი 22 იანვარს გამოქვეყნდა.

სტაილსიც და Doechii-ც ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები არიან, – სტაილსმა 2021 წელს „საუკეთესო პოპ-სოლო შესრულების“ კატეგორიაში გაიმარჯვა. მას გრემი გადაეცა Billboard Hot 100-ის ჰიტისთვის – Watermelon Sugar, ხოლო 2023 წელს Harry’s House-ისთვის „წლის ალბომისა“ და „საუკეთესო პოპვოკალური ალბომის“ ჯილდოები მიიღო. ორივე ალბომი Billboard 200-ის ჩარტის ლიდერი იყო. Doechii-მ გასულ წელს „საუკეთესო რეპალბომის“ ჯილდო მოიგო ნამუშევრით Alligator Bites Never Heal. 2026 წელს ის ხუთ კატეგორიაშია ნომინირებული ჰიტით Anxiety. არტისტი წარდგენილია ისეთ ნომინაციებში, როგორიცაა: „წლის ჩანაწერი“, „წლის სიმღერა“, „საუკეთესო მუსიკალური ვიდეო“, „საუკეთესო რეპსიმღერა“ და „საუკეთესო რეპშესრულება“.

Grammy Awards-ის 68-ე ცერემონია პირდაპირ ეთერში კვირას, 1-ელ თებერვალს, CBS-ზე გადაიცემა და ასევე პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს Paramount+. შოუს წამყვანი ტრევორ ნოა იქნება. ამით ის გახდება ენდი უილიამსის შემდეგ პირველი ადამიანი, რომელმაც გრემის ზედიზედ ექვსი ცერემონია წაიყვანა. უილიამსმა 1971-77 წლებში შვიდი ცერემონია წაიყვანა.

2026 წლის Grammy Awards-ის დამატებითი შემსრულებლები უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ye ანტისემიტური განცხადებების გამო ბოდიშს იხდის და საკუთარ ქცევას ტვინის დაზიანებას უკავშირებს

შემდეგი სტატია

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – საბრინა კარპენტერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი