Smena – Bedford Falls ახალ სიმღერას ავრცელებს

სიმღერა ბენდის დაანონსებულ ალბომში, Lazy Bones-შია შესული.
Bedford Falls – Smena
ილუსტრაცია: ნინო ბერიძე

Bedford Falls-მა დაანონსებული ალბომიდან ახალი სიმღერა SMENA და მასზე შექმნილი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. ვიზუალურ ნამუშევარში გამოყენებული ილუსტრაცია ნინო ბერიძეს ეკუთვნის, ხოლო ანიმაციაზე თათა მანაგაძემ იმუშავა.

რაც შეეხება ბენდის მომავალ ალბომს, მისი სახელწოდებაა Lazy Bones, საიდანაც ჯგუფს ამ დროისთვის სულ სამი სინგლი აქვს გამოშვებული.

2025 წლის დეკემბერში Bedford Falls ჟურნალ Billboard Georgia-ს რედაქტორის წარდგენით, გლობალურ Billboard-ზე მოხვდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური მედიის მეშვეობით ქართული ჯგუფი მრავალმილიონიანმა აუდიტორიამ გაიცნო.

Bedford Falls 2014 წელს შეიქმნა. ბენდის შემადგენლობაში არიან: დათო (ვოკალი), მიხო (გიტარა), სანდრო (დრამი და ბექვოკალი) და მიგრო (ბასი). ბენდის სახელწოდება შთაგონებულია ფრენკ კაპრას საკულტო ფილმით It’s a Wonderful Life, რომლის მოქმედებაც გამოგონილ ქალაქში – Bedford Falls-ში ვითარდება. ამ ქალაქის იდეა ჯგუფის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რადგან Bedford Falls არის ადგილი, სადაც ადამიანების ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ შთააგონა კოვიდმა გრემის საუკეთესო ახალი არტისტის პერფორმანსის გაფართოებული სეგმენტი

შემდეგი სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 13 აგვისტო, ლოს-ანჯელესი Gilbert Flores/Variety

A$AP Rocky კარიერის განმავლობაში ტოპ 10-ში მოხვედრილი ჰიტების რაოდენობას აორმაგებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი