ლეიბლ  For No Reason-ის პროექტი Araushavs ამავე სახელწოდების მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს

ეს სადებიუტო ალბომის (Araushavs) მეორე მუსიკალური ვიდეოა, რომელიც 2026 წლის გაზაფხულზე გამოვა
Araushavs - Araushavs
Araushavs – Araushavs


ლეიბლმა For No Reason პროექტის Araushavs ფარგლებში, ამავე სახელწოდების მქონე ახალი მუსიკალური ვიდეო და სინგლი წარადგინა. ეს სადებიუტო ალბომის (Araushavs) მეორე მუსიკალური ვიდეოა, რომელიც 2026 წლის გაზაფხულზე როგორც ციფრულ პლატფორმებზე, ასევე ვინილის სახითაც იქნება ხელმისაწვდომი.

სანდრო თედიაშვილის, გვანცა ენუქიძისა და ზურაბ ბაბუნაშვილის კოლაბორაცია ამჯერადაც იმ ხელწერას ინარჩუნებს, რომელიც ექსპერიმენტულ იმპროვიაზაციასა და  უშუალო ემოციებზეა დაფუძნებული.

სანდრო თედიაშვილის – ლეიბლ for no reason records-ის დაფუძნებლის თქმით, შემოქმედებითი პროცესი ხშირად წინასწარი დაგეგმვის გარეშე, სპონტანურად იწყება.

„ახალი ნამუშევარი საკმაოდ ბუნებრივად და ინტუიციურად შეიქმნა. თავიდან არ გვქონდა კონკრეტული კონცეფცია ან წინასწარ ჩამოყალიბებული ნარატივი, უფრო განწყობიდან და იმ ემოციებიდან წამოვიდა, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდით. ხშირად სწორედ ასე ვმუშაობთ და ალბათ ამ მიდგომას კარგად გამოხატავს  ლეიბლის სახელიც  – For No Reason: რაღაცები იწყება თითქოს უმიზეზოდ, ინსტინქტურად, და მნიშვნელობას პროცესში იძენს.

გადაღების დროს კადრების 90 პროცენტი იმპროვიზაციული იყო, ერთი კადრის გარდა, წინასწარ არაფერი გვქონდა დაგეგმილი.”

აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე მუსიკალურ ვიდეოშიც ძაღლის მოტივი ფიგურირებს, რაც, ერთი შეხედვით, შესაძლოა სიმბოლური მნიშვნელობითაც აღიქმებოდეს.

„ვიდეოში ძაღლის მოტივი თავიდან უბრალოდ ვიზუალური ელემენტი იყო, მაგრამ პროცესში შეიძლება სიმბოლურ დატვირთვადაც წაიკითხოს –  სიმშვიდე, ერთგულება, ერთგვარი სტაბილურობა გარემოს ფონზე. გვგონია, რომ ამ ნამუშევრებში მნიშვნელოვანია მაყურებლის პირადი აღქმაც და თავისუფლად ვტოვებთ სივრცეს სხვადასხვა ინტერპრეტაციისთვის.”

Araushavs-ის მუსიკალურ ვიდეოზე შიო ხიდაშელმა იმუშავა, მიქსინგი ზურაბ ბაბუნაშვილს ეკუთვნის, ვიდეოში გამოყენებული ნიღაბი კი ანა ხმალაძის ნამუშევარია.

ნახეთ მუსიკალური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler The Creator 2025 წლის 16 დეკემბერი Theo Wargo/Getty Images

Tyler, the Creator 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე წარდგება

შემდეგი სტატია

ჰილარი დაფი 2026 წლის 19 იანვარი, ლონდონი CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

ჰილარი დაფი მსოფლიო ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი