Tyler, the Creator 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე წარდგება

უკვე ცნობილია, რომ მუსიკის ყველაზე გამორჩეულ შოუზე Clipse და Pharrell Williams-იც გამოვლენ.
Tyler The Creator 2025 წლის 16 დეკემბერი Theo Wargo/Getty Images
Tyler The Creator 2025 წლის 16 დეკემბერი Theo Wargo/Getty Images

Tyler, the Creator 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე წარდგება, რითაც ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლობა მუსიკის ამ გამორჩეულ საღამოს კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე ცნობილია, რომ შოუზე Clipse და Pharrell Williams-იც გამოვლენ.

აღსანიშნავია, რომ Pharrell Williams  Clipse-ის ალბომის, Let God Sort Em Out-ის პროდიუსერია და მასში თავადაც მონაწილეობს. სწორედ ეს ნამუშევარია ნომინირებული წლის ალბომის კატეგორიაში.

სცენაზე ასევე ვიხილავთ ჰიპ-ჰოპის ლეგენდას, Ms. Lauryn Hill-ს. მისი ჩანაწერი (The Miseducation of Lauryn Hill, 1999) ისტორიაში პირველი ჰიპ-ჰოპ ალბომი გახდა, რომელმაც „წლის ალბომის“ კატეგორიაში გაიმარჯვა. Ms. Lauryn Hill-ის გამოსვლა ორი არტისტის ხსოვნას მიეძღვნება, რომლებიც გასულ წელს გარდაიცვალნენ: Roberta Flack და D’Angelo-ს. 

34 წლის Tyler, the Creator წელს ექვს ნომინაციაშია წარდგენილი: წლის ალბომი, საუკეთესო რეპალბომი და საუკეთესო გარეკანი Billboard 200-ის ლიდერი ჩანაწერისთვის CHROMAKOPIA, საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი ნამუშევრისთვის DON’T TAP THE GLASS, რომელიც ასევე Billboard 200-ის ლიდერი გახდა, საუკეთესო რეპშესრულება სიმღერისთვის Darling, I (Teezo Touchdown-ის მონაწილეობით) და საუკეთესო რეპსიმღერა – Sticky-სთვის (GloRilla, Sexyy Red და Lil Wayne-ის მონაწილეობით).

ერთდროულად რეპისა და ალტერნატიული მუსიკის კატეგორიებში მიღებული ნომინაციები Tyler-ის შემოქმედებით მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. თუმცა მსგავსი პრეცედენტი მუსიკის ისტორიაში ადრეც ყოფილა: 1999 წელს Beastie Boys-ის Billboard 200-ის ლიდერმა ალბომმა Hello Nasty საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო ამავე ალბომის ჰიტმა, Intergalactic, საუკეთესო რეპშესრულების ჯილდო მოიპოვა (დუეტის და ჯგუფების კატეგორიაში).

სცენაზე ასევე წარდგებიან: ედისონ რეი, ალექს უორენი, ენდრიუ უატი, ჩედ სმითი, დაფ მაკაგანი, ჯასტინ ბიბერი,  KATSEYE, Lady Gaga, ლეონ ტომასი, ლოლა იანგი, ლუკას ნელსონი, Post Malone,  რება მაკენტაირი, ROSÉ, საბრინა კარპენტერი, Slash, sombr და The Marías.

რიგით 68-ე გრემის ყოველწლიური დაჯილდოება პირდაპირ ეთერში 1 თებერვალს CBS-ზე გადაიცემა, შოუს ნახვა შესაძლებელი იქნება Paramount+-ზეც.

ენდი უილიამსის შემდეგ, რომელიც 1971-1977 წლებში შვიდ პირდაპირ ეთერს უძღვებოდა, კომიკოსი ტრევორ ნოა პირველი ადამიანი გახდება, რომელიც ზედიზედ ექვს გრემის ტრანსლაციას წაიყვანს.

2026 წლის გრემის დაჯილდოებას Recording Academy-სთვის Fulwell Entertainment აწარმოებს, მისი აღმასრულებელი პროდიუსერები კი ბენ უინსტონი, რაჯ კაპური, ჯესი კოლინზი და ტრევორ ნოა არიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კორძი ახალ კომპოზიციასა და ვიდეოკლიპს აზიარებს

შემდეგი სტატია

Araushavs - Araushavs

ლეიბლ  For No Reason-ის პროექტი Araushavs ამავე სახელწოდების მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი