„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ნატალია ბერიძის (TBA) საკულტო ალბომს გამოსცემს

ნატალია ბერიძის (TBA) ალბომის, Annule-ის ვინილის პრეზენტაცია 14 მარტს გაიმართება
TBA - ANNULE
TBA – ANNULE

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ბოლო წლებში თანმიმდევრულად ქართული ალტერნატიული სცენის არქივაციაზე მუშაობს, რომელიც ამჯერად ყურადღებას ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფიგურაზე ამახვილებს. 

პროექტ „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” ფარგლებში, 2026 წლის 14 მარტს  ნატალია ბერიძის (TBA) საკულტო ალბომის,  Annule-ის ვინილის პრეზენტაცია Mutant Radio-ს სივრცეში გაიმართება. 

ნატალია ბერიძე (TBA) ექსპერიმენტული ელექტრონიკის პიონერი და გაერთიანება Goslab-ის საკვანძო ფიგურაა. მისი შემოქმედება IDM-ს, ემბიენტსა და ვოკალურ ექსპერიმენტებს აერთიანებს, ნატალია ბერიძე წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან რიუიჩი საკამოტო და თომას ბრინკმანი.

2005 წელს გამოცემული ალბომი Annule ნატალია ბერიძის კარიერაში გარდამტეხ ეტაპად ითვლება, ეს იყო პროექტი, რომელმაც ქართული ელექტრონული მუსიკის ახალი ესთეტიკა ჩამოაყალიბა.

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანი ადრეული 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკალური ნაწარმოებების კვლევა და მათ ვინილის სახით გამოცემაა. კოლექცია  აერთიანებს მუსიკოსებს, რომლებიც ფუნდამენტურ როლს ასრულებენ ქვეყნის თანამედროვე მუსიკალური იდენტობის ფორმირებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გედების დედოფალი: ნინო ანანიაშვილის ამბავი

შემდეგი სტატია

Torcho-ს სიმღერა Apple TV-ის ცნობილ სერიალში – DROPS OF GOD-ში გაჟღერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი