Torcho-ს სიმღერა Apple TV-ის ცნობილ სერიალში – DROPS OF GOD-ში გაჟღერდა

ახალი ეპიზოდების ნაწილი საქართველოშია გადაღებული.
Drops of God/Torcho – გეწყინა?!

2026 წლის იანვარში  Apple TV-ზე მხატვრული სერიალის – DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის პრემიერა შედგა. სერიალი მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროს შესახებ უყვება. ახალი ეპიზოდების ნაწილი საქართველოში გადაიღეს. შოუს მეორე სეზონის მესამე ეპიზოდში ქართველი არტისტის, გიორგი თორაძის, იგივე Torcho-ს კომპოზიცია „გეწყინა?!” გაჟღერდა. აღნიშნულ ეპიზოდში მოქმედება საქართველოში ვითარდება და შოუს მთავარი გმირები ერთ-ერთ ქართულ სოფელს განსაკუთრებული ღვინის აღმოსაჩენად სტუმრობენ. 

„ჯერ კიდევ ზაფხულში დაგვიკავშირდნენ Apple TV-ის წარმომადგენლები და დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება „გეწყინა?!”-ს სერიალში გამოყენებასთან დაკავშირებით. მე და ჩემი გუნდი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ საბოლოოდ ეს თანამშრომლობა შედგა,” – ამბობს Torcho.

Drops of God დაფუძნებულია New York Times-ის ბესტსელერ იაპონურ მანგაზე. სიუჟეტი უზარმაზარი ღვინის კოლექციის მემკვიდრეობისთვის კონკურენციაზე მოგვითხრობს. 

Drops of God-ის პრემიერა Apple TV+-ზე 2023 წლის 21 აპრილს შედგა, 2024 წელს კი საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში International Emmy Award მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ სერიალის მეორე სეზონში როლებს ქართველი მსახიობებიც ასრულებენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TBA - ANNULE

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ნატალია ბერიძის (TBA) საკულტო ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე Snoop Dogg იტალიის ქუჩებში ოლიმპიური ჩირაღდნით გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი